16 აპრილს ,,კინგსმა“ და ილიას უნვერსიტეტის განათლების
სკოლამ 400-მდე პედაგოგს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ჩატარდა სემინარი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან თემებზე.
შეხვედრა ორ სესიად ჩატარდა: პირველი სესია: მასწავლებლის თვითშეფასება - პროფესიული განვითარების პირველი ნაბიჯი
მეორე სესია: მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში.
აღნიშნული შეხვედრა დასაწყისია ტრენინგების ციკლისა, რომელსაც „კინგსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან
ერთად ყოველთვიურად შესთავაზებს სკოლის მასწავლებლებს და საშუალებას მისცემს მათ, ინტერესთა მიხედვით დაკომპლექტებულ ჯგუფებში გაიარონ საგნობრივი ტრენინგები.
კინგსი ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
რეფორმას -”მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სქემის” დანერგვას. ეს სისტემური საგანმანათლებლო ცვლილება პედაგოგებს
მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. კინგსი ილიას სახელმფიფო უნივერსიტეტთან
ერთად იზრუნებს, რომ პედაგოგებისთვის ეს პროცესი იყოს მარტივი და მათ ჰქონდეთ ამ გამოწვევების
მიღებისა და დაძლევის შესაძლებლობები.