2016-04-18
 ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტური 17 აპრილს საქართველოს 9 ქალაქში ჩატარდა. 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფინალისტთა ნამუშევრების გასწორება. კინგსელების ინდივიდუალური შედეგები გამოქვეყნდება 21 აპრილს 16:00 საათზე, ხოლო რეიტინგული სია- 4 მაისს 17:00 საათზე.

ფინალური ტურის მონაწილე კინგსელები მიიღებენ სერტიფიკატს ან შესაბამისი ხარისხის დიპლომს ფინალურ ტურზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით. გამარჯვებული მონაწილეები (7 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე) გამოვლინდებიან ფინალური ტურის შედეგების მიხედვით. 

ოლიმპიადის გამარჯვებულთა გამოვლენის წესდება იხილეთ აქ.


ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!