2016-04-12

2016 წლის სასწავლო აქტივობების ტრიუმფალური მოვლენა - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა იწყება.


რეკორდული რაოდენობის მონაწილე, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეთა თითქმის სრული კონტინგენტი, უპრეცედენტო კონკურენცია და წარმატებულთა შორის საუკეთესოს ტიტული.

 

მათემატიკის ოლიმპიადა შემდეგი განრიგით ჩატარდება:

                          

    მათემატიკა

  I ტური- 24 აპრილს            

  II ტური22 მაისი

  III ტური29 მაისი                    

 

 პრიზები გამარჯვებული კინგსელებისათვის:


კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას აქტიური სასწავლო სემესტრის შემდეგგაემგზავროთ სასტუმრო-კომპლექს ,,ანაკლიაში", სადაც მონაწილეებს დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიებაელოდებათ. ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ცოდნას და რაც ყველაზე მთავარია იძენენ ახალ მეგობრებს.

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს გადაეცემა კინგსის პლანშეტი!

ოლიმპიადის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის საუკეთესო გამარჯვებულ სამეულს ოლიმპიადის მხარდამჭერი ,,UG Limes”-გან გადაეცემა 1თვიანი მოსამზადებელი კურსის ვაუჩერი. იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის სასწავლო კურსის სახელწორებაა - „შეიმეცნეელექტრონიკა“. პროგრამის მიზანია საქართველოში დაამკვიდროს „შექმენი შენი ხელით“ კულტურა და მოახდინოს ინჟინერიის,რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

2016 წლის გაზაფხულის სეზონზე Kings Card-ით : Golden Pupil Card, The Best Pupil Card და Successful Pupil Card, დაასაჩუქრდებიან ქართული ენის გამარჯვებული მონაწილეები.

ოლიმპიდის ფინალური ტურის მონაწილე კინგსელებს დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გადაეცემათ სერტიფიკატები ან შესაბამისი ხარისხის დიპლომები.

მათემატიკის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია კინგსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE.

რეგისტრაცია 24 აპრილამდე გრძელდება!

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია და პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!