2016-04-11

ის, რასაც ასი ათასზე მეტი კინგსელი მოუთმენლად ელოდა - 2016 წლის სასწავლო აქტივობების ტრიუმფალური მოვლენა - კინგსის მათემატიკის ოლიმპიადა იწყება.

რეკორდული რაოდენობის მონაწილე, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეთა თითქმის სრული კონტინგენტი, უპრეცედენტო კონკურენცია და წარმატებულთა შორის საუკეთესოს ტიტული.

თუ შენც თვლი, რომ მათემატიკა აზროვნების ხელოვნებაა, თუ გსურს გამოსცადო საკუთარი ძალები და მოიპოვო ადგილი საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში,  არ გაუშვა შანსი გახდე ტრიუმფალური მოვლენის თანამონაწილე.

გამოთვალე საკუთარი საზრიანობის ხარისხი, გაიუმჯობესე შესაძლებლობები და გახდი საუკეთესო.


24 აპრილამდე საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია წლის ყველაზე ტრიუმფალურ მოვლანაზე !


კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!