2016-04-11

2016 წლის გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის II ტური 10 აპრილს საქართველოს 33 ქალაქში მასშტაბური აქციით დაგვირგვინდა.


33 ქალაქში 33 ასო-ბგერაზე  დაწყებული ვეფხისტყაოსანში განფენილი სიბრძნე 33 აფორიზმის სახით  გაცოცხლდა. მთელი საქართველოს მასშტაბით ათი ათასობით კინგსელი მდიდარი ქართული ენის ირგვლივ შეკრული ერთიანი ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლი გახდა. II ტურის მონაწილე  თითოეულმა კინგსელმა საკუთარი ხელწერა დატოვა და  წარმოაჩინა მდიდარი ქართული ენა! 


ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნამუშევრების გასწორება. მოსწავლეთა ინდივიდუალური შედეგები  13 აპრილს 17:00 საათზე გამოქვეყნდება, ხოლო ფინალური ტური 17 აპრილს ჩატარდება.


ყველა კინგელს ვუსურვებთ წარმატებას!