2016-04-06

კინგსის განსაკუთრებული სეზონის ქართული  ენის ოლიმპიადის მეორე ტური 10 აპრილს საქართველოს 33 ქალაქში გაიმართება.


გაზაფხულის სეზონის ქართული ენის მონაწილე კინგსელები ჩართულნი არიან მოსწავლეთა სამწლიანი განვითარების უნიკალურ პროგრამაში, რისი დამადასტურებელი მოწმობაც მათ უკვე გადაეცათ ოლიმპიადის პირველ ტურზე.


მოსწავლის ჩართულობა ოლიმპიადის ტურებში თანმიმიდევრულად აისახება მოწმობის შესაბამის ველში სპეციალური ბეჭდის დასმით. მოწმობაში ეს აღნიშვნა არის იმის გარანტია, რომ მოსწავლე მოთხოვნის შემდეგ მიიღებს:


ტესტის თითოეულ დავალებაში მონაწილის მიერ დაფიქსირებული სწორი და 

არასწორი პასუხების ანალიზს;

 ანალიზის შედეგად მონაწილის მიერ საგნის ცოდნის დონისა და კონკრეტული უნარ-ჩვევების შეფასებას;

განათლების ექსპერტების მიერ ინდივიდუალურად შერჩეულ თეორიულ  მასალას ტესტში დაშვებული  შეცდომების გასააზრებლად და აღმოსაფხვრელად;

მიღებული თეორიული მასალის შესაბამისი უფასო ონლაინ ტესტს მოსწავლის თვითგანვითარებისათვის.

 


შესაბამისად, აუცილებელია, კინგსელმა თან იქონიოს მოწმობა ოლიმპიადის თითოეულ ტურზე, რათა მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიტები. (მათ, ვინც მოწმობა დაკარგა, ან გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლია წარმოადგინოს, ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე, ჩატარების ადგილზე  მოხდება გაცემული მოწმობების აღდგენა).


მიიღეთ მონაწილეობა ოლიმპიადის II ტურში, წარმოადგინეთ მოწმობა და ბეჭდით დაადასტურეთ თქვენი წარმატების ისტორიის შემდეგი ეტაპი!