2016-04-06
კინგსი ქართული ენის ოლიმპიადას მდიდარი ქართული ენის წარმოჩენასა და უდიდესი ეროვნული საგანძურის -„ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციას უძღვნის.

სიმბოლური დამთხვევაა, რომ ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 33 ქალაქში ტარდება, ქართულ ანბანში კი სწორედ 33 ასო-ბგერაა. ამ შესანიშნავ დამთხვევას კინგსი 10 აპრილს ყველაზე გრანდიოზულ ღონისძიებად გარდაქმნის და მეორე ტურის მონაწილე კინგსელებს შესთავაზებს მდიდარი ქართული ენისადმი მიძღვნილ ყველაზე მასშტაბურ აქციას.

აქციის ფარგლებში ოლიმპიადის მეორე ტურზე, საქართველოს 33 ქალაქი უპრეცედენტო მოვლენის გარშემო გაერთიანდება - ოლიმპიადაზე მოსული ათიათასობით კინგსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით გააცოცხლებს ქართულ ანბანს და მასში განფენილ „ვეფხისტყაოსნის“ სიბრძნეს. მეორე ტურში ჩართული ყველა ქალაქი და თითოეული მონაწილე მდიდარი ქართული ენის ირგვლივ შეკრული ერთიანი ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლი გახდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული კინგსელი საკუთარ ხელწერას დატოვებს და  წარმოაჩენს მდიდარ ქართულ ენას! კინგსელები საკუთარ ქალაქს ქართული ანბანის რუკაზე დაიტანენ და გაერთიანდებიან ეროვნული საგანძურის გარშემო.

მიიღე მონაწილეობა ქართული ენის ოლიმპიადის II ტურში და გახდი ქართული ანბანის ერთიანი ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლი!