2016-04-05

საუკეთესო მოსწავლეთა საერთაშორისო კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი


კინგსის განსაკუთრებული სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის II ტური 10 აპრილს საქართველოს 33 ქალაქში გაიმართება.


ოლიმპიადის მეორე ტურზე კინგსელებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ საკუთარი პოზიცია მოსწავლეთა ყველაზე მასშტაბურ გაერთიანებაში-საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში.


პროექტიდან-პროექტამდე კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება. რაც ყველაზე მთავარია, ამ სეზონზე საუკეთესო მოსწავლეთა კლუბს ევროპელი კინგსელებიც შემოუერთდნენ_ კლუბში ესტონეთისა (www.kings.ee) და ლიტვის (www.kings.lt) წარმატებული მოსწავლეები გაწევრიანდენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, როგორც კინგსის ორგანიზაციისთვის, ასევე თითოეული კინგსელისთვის- კლუბში გაწევრიანებულ კინგსელებს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭათ!


ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი-მოხვდნენ საუკეთესო კინგსელთა შორის, მოიპოვონ საერთაშორისო სტატუსი და ამ სტატუსის დამადასტურებელი განახლებული სერტიფიკატი. საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის დამადასტურებელ სერტიფიკატს კინგსელები ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე მიიღებენ.