2016-04-04

ქართული ენის ოლიმპიადის II ტური 10 აპრილს ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასურის (18 ლარის) გადახდა 10 აპრილამდე მიმდინარეობს.

 

მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად  კინგსის საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა შებრძანდეთ ,,გადახდის’’ გვერდზე, სადაც მოცემულია ,,ბარათით გადახდა“ , მოცემულ ნაწილში უნდა შეავსოთ ყველა გამოყოფილი საინფორმაციო ველი. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“. გადახდის დასრულების შემდეგ მონაწილის მონაცემები ავტომატურად აისახება გადამხდელთა ბაზაში.

 

საიტით გადახდის შემთხვევაში ოლიმპიადაზე ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, კინგსელები  ჩატარების დღეს ადგილზე გადამოწმდებიან ონლაინ გადამხდელთა ბაზაში.

 

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას!