2016-04-04
 ქართული ენის ოლიმპიადის მე-2 ტური საქართველოს 33 ქალაქში 10 აპრილს ჩატარდება. მეორე ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდა მიმდინარეობს 10 აპრილამდე.

გთავაზობთ ტესტების მიმოხილვას სხვადასხვა კლასის მიხედვით:

2 კლასი

მეორე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ეხება სიტყვის გადატანის წესებს, სიტყვაში მარცვლების რაოდენობის დათვლას. კინგსელმა ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს ერთმანეთის მსგავსი სიტყვები, განსაზღვროს რომელია აზრობრივად სწორი და არასწორი წინადადება.სავარჯიშოში ასევე მოწმდება მოსწავლის ლოგიკური აზროვნება, როგორ შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს წელიწადის დროები.

დავალებაში 10 საკითხია და ის 40 ქულიანია.


მეორე სავარჯიშოში მოწმდება მოსწავლის სიტყვის მარაგი და ასევე რამდენად ესმის მას პირობაში მოცემული სიტყვისა თუ გამოთქმის მნიშვნელობა. გარდა ამისა, კინგსელმა უნდა დაასრულოს მოცემული ანდაზა.

ეს სავარჯიშო 5 საკითხს მოიცავს და 20ქულიანია.


მესამე დავალება მოიცავს სიტყვის მრავლობითს, სულიერ და უსულო სახელებს, საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს, მოქმედების გამომხატველი სიტყვის აღმოჩენას, მოსწავლემ ასევე უნდა განსაზღვროს რა დროში ხდება მოქმედება, რომელ  სიტყვას  დაესმის  კითხვა  როგორი.

ეს დავალება 40 ქულიანია და 10 საკითხისგან შედგება.


ბონუს სავარჯიშოში მოწმდება მონაწილის ზოგადი ცოდნა. ამასთანავე, დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

 

მე-3 კლასი

მე-3 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა დათვალოს რამდენი მარცვალია მოცემულ სიტყვაში, რომელია სწორად დამარცვლილი სიტყვა, რომელს დაესმის კითხვა ,,როგორი"? საკითხები ასევე შეეხება სიტყვის მართლწერას, პირის ნაცვალსახელს, საკუთარ არსებით სახელს, მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს, წელიწადის დროსა და თვეებს.

ამ სავარჯიშოში 10 საკითხია და ის 40 ქულიანია.


მეორე დავალებაში კინგსელმა უნდა განსაზღვროს მოცემული მხატვრული გამონათქვამების მნიშვნელობა, იპოვოს ხაზგასმული სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა, დაასრულოს ანდაზა.

ეს დავალება 20 ქლიანია და მასში 5 საკითხია.


მესამე სავარჯიშო ეხება მიმართვას, პირის ნაცვალსახელებს, მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის დროის განსაზღვრას, მდგომარეობის აღმნიშვნელ სიტყვებს, სიტყვის მრავლობითს, კომპოზიტთა მართლწერას. კინგსელმა უნდა განასხვაოს სწორად და არასწორად დაწერილი წინადადებები და განსაზღვროს ჩამოთვლილთაგან რომელს დაესმის კითხვა „როგორი?“

ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.


ბონუს სავარჯიშოში მოწმდება მონაწილის ზოგადი ცოდნა. ამასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

 

 

მე-4

მე- 4 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა იპოვოს ზმნიზედათა წყვილი, ზედსართავთა წყვილი, მცდარი წინადადება, მრავლობით რიცხვში დასმული სახელი, სწორად დაწერილი სიტყვა. ასევე, საჭიროა განსაზღვროს ჩამოთვლილთაგან რომელს არ აქვს მრავლობითი რიცხვი, რომელ ბრუნვაშია წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა, რომელია წოდებით ბრუნვაში სწორად დასმული საკუთარი სახელი. საკითხი ასევე ეხება წინადადების შევსებას.

სავარჯიშო 40 ქულიანია და მასში 10 საკითხია.


მეორე დავალება სიტყვის სინონიმის პოვნას ეხება, ამასთანავე, მოსწავლემ უნდა განსაზღვროს მოცემული წინადადებების შინაარსი, გამოიცნოს მხატვრული გამონათქვამის მნიშვნელობა და დაასრულოს ანდაზა.

ეს სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია.


მესამე დავალება ეხება ერთნაირი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს, ზმნისა და რიცხვითი სახელების მართლწერას, წინადადებაში ზედსართავებისა და რთული სიტყვების აღმოჩენას. ასევე, კინგსელმა უნდა განსაზღვროს რომელ დროშია ხაზგასმული  ზმნები.

ეს დავალება 10 საკითხს მოიცავს და 40 ქულიანია.


ბონუს სავარჯიშოში კინგსელმა უნდა განსაზღვროს ზმნის პირი, სახელის ბრუნვა. საკითხი შეეხება ანბანსაც.

მასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

 

მე-5

მე-5 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველისავარჯიშო ეხება კუმშვად და კვეცად სახელებს, რიცხვითი სახელის მართლწერას და მისი სახელის ფუძის ცვლილებას, არსებითი და რიცხვითი სახელების შეთანხმებას. კინგსელმა ასევე უნდა განსაზღვროს, რომელია ბრუნების თვალსაზრისით თავისებური სახელი, რომელ   ბრუნვაშია  თანდებულიანი  სიტყვა.

ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.


მეორე დავაელაბ მოიცავს სიტყვის სინონიმებსა და ანტონიმებს, ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობას, ანდაზის დასრულებას.

ეს დავალება 20 ქულიანია და მასში 5 საკითხია.


მესამე სავარჯიშო ეხება კომპოზიტთა მართლწერას, ჩვენებით და პირის ნაცვალსახელებს, ზმნიზედას, თანიან მრავლბითს, ზმნის მართლწერას, ზმნისა და სახელის შეთანხმებას.

ეს სავარჯიშო 10 საკითხს მოიცავს და 40 ქულიანია.


ბონუს დავალებაში მოცემულია საკითხები კუმშვის, ნარ-თანიანი მრავლობითისა და რიცხვითი სახელის მართლწერის შესახებ. ამასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-6

მე-6 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ეხება მიმართვის ფორმას, კომპოზიტთა და რიცხვითი სახელების მართლწერას, ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელ სიტყვებს, უკუმშველ და უკვეცელ სიტყვებს.

ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.


მეორე დავალებაში კინგსელმა საკითხებში ხაზგასმული სიტყვები უნდა შეცვალოს ანტონიმით, სინონიმითა და ფრაზეოლოგიზმით. ამასთანავე, კინგსელმა უნდა დაასრულოს ანდაზა და განსაზღვროს სადაურია პირობაში მოცემული დიალექტი.

ეს დავალება 5 საკითისგან შედგება და20 ქულიანია.


მესამე საკითხი შეეხება ბრუნების  თვალსაზრისით  თავისებურ არსებით სახელებს, სახელისა და გვარის მართლწერას, კუთვნილებითი ნაცვალსახელის, რიცხვითი სახელისა და ზმნის მართლწერას, პუნქტუაციას, ზმნიზედის აღმოჩენას, ზმნისთვის პირის შეწყობას.

ეს სავარჯიშო 10 საკითხს მოიცავს და 40 ქულიანია.


ბონუს სავარჯიშო ეხება სახელის კუმშვისა და კვეცის წესებს, ასევე სავრცობის დართვას. ამასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-7

მე-7 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ეხება ხაზგასმული სიტყვისა და სიტყვათა წყვილის ბრუნვის განსაზღვრას, წარმოქმნილ ზედსართავ სახელებს, ბრუნების თვალსაზრისით თავისებურ სახელებს, სწორად დაწერილი წინადადების არჩევას, კუმშვად-კვეცად სახელებს.

ეს სავარჯიშო 10 საკითხს მოიცავს და 40 ქულიანია.


მეორე დავალებაში კინგსელმა ხაზგასმული სიტყვები სწორად და თანმიმდევრულად უნდა შეცვალოს შესაბამისი ანტონიმებით და სინონიმებით, ხაზგასმული ფრაზეოლოგიზმი კი შესაბამისი მნიშვნელობის სიტყვით. გარდა ამისა, კინგსელმა უნდა დაასრულოს მოცემული ანდაზა.

ეს დავალება 5 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია.


მესამე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა აღმოაჩინოს ტექსტში დაშვებული შეცდომები, წინადადებაში ცასვას სიტყვის სწორი ფორმა, იპოვოს უშეცდომო წინადადება. საკითხები ასევე შეეხება პუნქტუაციას, ნაცვალსახელს, ზმნისა და საკუთარი სახელის მართლწერას.

ეს დავალება 10 საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.


ბონუს სავარჯიშოში მონაწილემ უნდა განსაზღვროს რომელბრუნვაშია სიტყვათა წყვილი, რამდენპირიანია მოცემული ზმნა და იპოვოს პირობის შესაბამისი ნაცვალსახელი. ამასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-8

მე-8 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.


მეორე დავალებაში კინგსელმა კონტექსტის  გათვალისწინებით უნდაშეარჩიოს  ხაზგასმული  სიტყვის  შესაფერისი  ლექსიკური  ერთეული, ხაზგასმული  სიტყვა  შეცვალოსმისი  სინონიმური  ცალით, განსაზღვროს ფრაზეოლოგიზმის მნიშვნელობა. საკითხი ასევე ეხება კომპოზიტთა მართლწერას.

სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 5 საკითხია.


მესამე დავალება ეხება მრავლობითი რიცხივის მაწარმოებლებს, ფუძეში ხმოვნის ჩანაცვლებას, თანდებულებს, პუნქტუაციას, ზმნის მართლწერას,მრავლობითი რიცხვის ფორმას, წინადადების ტიპის და ხაზგასმული წყვილის სინტაქსური ურთიერთობის განსაზღვრას, ირიბ დამატებას, ჩვენებით ნაცვალსახელს, რაოდენობითი რიცვითი სახელის მართლწერას.

ამ სავარჯიშოში 15 საკითხია და 40 ქულიანია.


ბონუს დავალება მოიცავს პუნქტუაციას,ფორმაცვალებად სიტყვებს და წინადადების შევსებას. ამასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

 

მე-9

მე-9 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.


მეორე დავალებაში მეორე დავალებაში კინგსელმა კონტექსტის  გათვალისწინებით უნდა  შეარჩიოს  ხაზგასმული  სიტყვის  შესაფერისი  ლექსიკური  ერთეული, განსაზღვროს რომელიაანტონიმური  წყვილი, აირჩიოს მოცემული გამოთქმისა და ფრაზეოლოგიზმის მართებული მნიშვნელობა, განსაზღროს რას ნიშნავს მოცემული ბარბარიზმი.

სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 5 საკითხია.


მესამე დავალება ეხება სიტყვის მართლწერას, წინადადებაში მოცემული ნაცვალსახელის ბრუნვის განსაზღვრას, რთული რიცხვითი სახელის შედგენილობის დადგენას, კითხვითი ნაცვალსახელის ბრუნვას, მოცემული ზმნის პირის გასნაზღვრას, რიცხვში შეთანხმების წესს, საკითხები ასევე მოიცავს პირში მონაცვლე ზმნებს, პუნქტუაციას, სინტაქტსური და მრფოლოგიური შეცდომების აღმოჩენას, გაარსებითებულ ზედსართავებს და ზედსართავი სახელისგან ზმნიზედის წარმოებას.

ამ სავარჯიშოში 15 საკითხია და 40 ქულიანია.


ბონუს სავარჯიშო ეხება ფუძეხმოვნიან საკუთარ სახელებს, კუმშვად-კვეცად სახელებს და სიტყვის მართლწერას. ამასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

 

მე-10

მე-10 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.


მეორე დავალებაში კინგსელმა კონტექსტის  გათვალისწინებით უნდა  შეარჩიოს  ხაზგასმული  სიტყვის  შესაფერისი  ლექსიკური  ერთეული, ასევე მოცემულ სიტყვას შეურჩიოს შესაბამისი ანტონიმი, დაადგინოს რომელია ძირეული სიტყვა და განსაზღვროს ფრაზეოლოგიზმის მნიშვნელობა. სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 5 საკითხია.


მესამე დავალება ეხება ზმნებისა და რიგობითი რიცხითი სახელების მართლწერას, პუნქტუაციას, კრებითი სახელის წარმოებას, სახელის ფუძეს, ზმნის დროის დადგენას, სერიებისა და მწკრივების ცოდნას,  ვითარების გარემოებას, ზმნისწინებს, ქცევის ნიშნებს, რთულ წინადადებებს და სინტაქსური შეცდომის აღმოჩენას.

დავალება 40 ქულიანია და 15 საკითხისგან შედგება.


ბონუს სავარჯიშო სიტყვის მნიშვნელობისგასნაზღვრას და მის მართლწერას ეხება. ამასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-11

მე-11 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.


მეორე დავალებაში კინგსელმა კონტექსტის  გათვალისწინებით უნდა  შეარჩიოს  ხაზგასმული  სიტყვის  შესაფერისი  ლექსიკური  ერთეული, აირჩიოს წინადადებისათვის სტილისტურად მართებული ფორმა, განსაზღვროს რომელია ნეოლოგიზმი, რომელია ძირეული სიტყვა და შემოხაზოს მოცემული ფრაზეოლოგიზმის მართებული მნიშვნელობა.სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 5 საკითხია.


მესამე დავალება ეხება კომპოზიტთა მართლწერას, ზმნისწინის მართებულად გამოყენებას, პუნქტუაციას, რაოდენობითი რიცხვითი სახელის მართლწერას, ნაცვალსახელის ბრუნვას, შორისდებულებს, ირიბ დამატებას, შერწყმულ და რთულ ქვეწყობილ წინადადებებს, ერთგვარ წევრებს, წინადადების აგებულების განსაზღვრას, შეთანხმებას და მართვას.

ეს დავალება 15 საკითხისგან შენდგება და 40 ქულიანია.


ბონუს სავარჯიშო ეხება ზედსართავის მნიშვნელობის დადგენას, კუმშვის წესებს, სიტყვის ბრუნვას. ამასთანავე დავალებაში მოცემულია პირველ ტურზე კინგსელთათვის დარიგებული ამონარიდი „ვეფხისტყაოსნიდან.“ ბონუს დავალების 2 კითხვა სწორედ ამ ამონარიდს შეეხება. მოსწავლემ შესაბამისი ტაეპის მიხედვით უნდა განსაზღვროს რას ნიშნავს კითხვაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა და გაიაზროს ამონარიდის შინაარსი.

დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

 

მე-12

პროექტები
პარტნიორები
კითხვები
კონტაქტი
Ⓒ კინგსი 2024. ყველა უფლება დაცულია