2016-03-31

 ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალური ტური 3 აპრილს შემდეგი განრიგით ჩატარდება:

 

                                                   10:00 საათი- IV, IX, X კლასი

                                                   12:00 საათი- II, VI, XII კლასი

                                                   14:00  საათი -  V, VII  კლასი

                                                   16:00 საათი- III, VIII, XI კლასი

 

ოლიმპიადის ფინალური ტურის ჩატარების ადგილებია:

 

თბილისი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. მის: მ.კოსტავას ქ N77. უნდა გამოცხადდნენ თბილისის, გორის, მცხეთა-დუშეთის,  ხაშურის, ქარელისა და კასპის სკოლის მოსწავლეები


რუსთავი- რუსთავის N5 საჯარო სკოლა, მის: ქ. რუსთავი/მე-17 მ/რ. უნდა გამოცხადდნენ რუსთავისა, გარდაბნისა და წალკის სკოლის მოსწავლეები.


თელავი- თელავის N4 საჯარო სკოლა, მის: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზირი №19. უნდა გამოცხადდნენ თელავისა და გურჯაანის სკოლის მოსწავლეები.


ახალციხე- ახალციხის #6 საჯარო სკოლა. მის: პეტრე იბერის #2. უნდა გამოცხადდნენ ახალციხის სკოლის მოსწავლეები.


ქუთაისი- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მის: რუსთაველის #127. უნდა გამოცხადდნენ ქუთაისის, სამტრედიის, ზესტაფონის, ჭიათურის, წყალტუბოს, ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის, ხონის, მარტვილისა და აბაშის სკოლის მოსწავლეები.


ბათუმი- ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა, I კორპუსი. მის: დ.თავდადებულის #47. უნდა გამოცხადდნენ ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ფოთის სკოლის მოსწავლეები.


ზუგდიდი- ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდის #9. უნდა გამოცხადდნენ ხობის, სენაკის, აბაშის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეები.

 


ფინალურ ტურზე მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ ჩატარების დღეს უნდა წარმოადგინოს კინგსელეის მოწმობა და ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან მხოლოდ ერთი:


ü               . პირადობის მოწმობის(პასპორტის) ასლი;

 

ü               . დაბადების მოწმობის ასლი;

 

ü               . ცნობა სკოლიდან (ფოტოსურათით დამოწმებული), რომელშიც მითითებული იქნება, რომ მონაწილე არის კონკრეტული სკოლის, კონკრეტული კლასის მოსწავლე.

ნიმუში იხილეთ აქ.

               

                        

ფინალურ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!


ყველა ფინალისტს ვუსურვებთ წარმატებას!