ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილე კინგსელები მასშტაბური
პროექტის: ,,მ-დიდ-არი ქართული ენის“ უშუალო მონაწილენი გახდნენ!
20 მარტს საქართველოს მასშტაბით 33 ქალაქში 62 000 კინგსელი
ვეფხისტყაოსნის გარშემო გაერთიანდა!
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება გრძელდება.
დღეიდან კინგსის ოფიციალურ FB გვერდზე აიტვირთება სხვადსხვა
პროფესიისათვის დამახასიათებელი ფრაზეოლოგიზმების ამსახველი ფოტოები. ამ პროფესიის
წარმოამდგენლები ფოტოზე დაწერილი განსხვავებული და მრავალფეროვანი ფრაზეოლოგიზმებით,
კიდევ ერთხელ, დაგვანახებენ თუ როგორი მდიდარია ქართული ენა!
-კინგსელებო,
დაწერეთ საკუთარი მოსაზრება გამოქვეყნებული ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობასთან დაკავშირებით,
ხოლო დღის ბოლოს ჩვენ შემოგთავაზებთ მათ ზუსტ
განმარტებას.
შეგახსენებთ, ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური
10 აპრილს ჩატარდება. ოლიმპიადის ჩატარების დღეს თითოეული კინგსელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
და მასშტაბური ღონისძიების უშუალო თანამონაწილე გახდება.
ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!