2016-03-28

ქართული ენის ოლიმპიადის II ტური, პირველი ტურის მსგავსად, 10 აპრილს  საქართველოს 33 ქალაქში ჩატარდება. მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (18 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:

 

ლიბერთი ბანკი:                      GE03LB0113154052411000

თიბისი ბანკი:                          GE32TB7025136080100009

საქართველოს ბანკი:               GE82BG0000000696214700

(საქართველოს ბანკში გადახდის დროს, თუ მოლარემ მოითხოვა საკომისიოს დამატება, უნდა მიუთითოთ შპს ,,კინგს საქართველო". საკომისიოს გადახდა არ არის დაწესებული და არ უნდა დაემატოს საფასურს)

 


მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთგადახდადა შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული, ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“. საიტით გადახდის შემთხვევაში ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, მონაწილეები ჩატარების დღეს გადამოწმდებიან ონლაინ გადამდხდელთა ბაზაში.

 

გადახდა ასევე შესაძლებელია Pay Box-ისა და  Express Pay-ის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ ,,სხვადასხვა“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის ექვსნიშნა კოდის გამოყენება.

 

მეორე ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია 10 აპრილამდე.

 

გისურვებთ წარმატებას!