2016-03-25

_ როდის და სად ჩატარდება ინგლისური ენის ოლიმპიადის II ტური?


ინგლისური ენის ოლიმპიადის II ტური კვირას, 27 მარტს საქართველოს 33 ქალაქში (http://kings.ge/layer/locations?lang=ge) უცვლელი განრიგით ჩატარდება (http://kings.ge/layer/schedules?lang=ge)

 

_ რა უნდა წარმოვადგინოთ ოლიმპიადის II ტურზე?


ოლიმპიადის ჩატარების დღეს მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კინგსელის მოწმობა, რომელიც მას ოლიმპიადის პირველ ტურზე გადაეცა. (დაკარგული მოწმობების აღდგენა უშუალოდ ოლიმპიადაზე მოხდება).

 


_ როგორ უნდა გადავიხადო მონაწილეობის საფასური?


საფასურის გადახდა შესაძლებელია 27 მარტამდე სხვადასხვა საშუალებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:

ლიბერთი ბანკი:                      GE03LB0113154052411000

თიბისი ბანკი:                          GE32TB7025136080100009

საქართველოს ბანკი:               GE82BG0000000696214700

მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთგადახდადა შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული, ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“. საიტით გადახდის შემთხვევაში ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, მონაწილეები ჩატარების დღეს გადამოწმდებიან ონლაინ გადამდხდელთა ბაზაში.

გადახდა ასევე შესაძლებელია Pay Box-ისა და  Express Pay-ის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ ,,სხვადასხვა“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის ექვსნიშნა კოდის გამოყენება.

 



_ რას მივიღებთ  ოლიმპიადის II ტურზე?


ოლიმპიადის მეორე ტურზე  კინგსელებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა,  გაიუმჯობესონ  საკუთარი პოზიცია საქართველოში მოსწავლეთა ყველაზე მასშტაბურ  გაერთიანებაში-საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მოიპოვონ საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის დამადასტურებელი განახლებული სერტიფიკატი.

 27 მარტს კინგსელები საკუთარ მოწმობაში სპეციალური ბეჭდით დაადასტურებენ თავიანთი წარმატების მორიგ ეტაპს. მოწმობაში ეს აღნიშვნა არის გარანტია იმისა,

რომ მოსწავლეები მოთხოვნის საფუძველზე მიიღებენ ,,მოსწავლეთა სამწლიანი განვითარების" პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიტებს.



მიიღეთ მონაწილეობა ინგლისური ენის ოლიმპიადაში და შექმენით თქვენი წარმატების სამწლიანი ისტორია!