2016-03-23

კინგსის განსაკუთრებული სეზონის ინლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტური 27 მარტს საქართველოს 33 ქალაქში გაიმართება.

ოლიმპიადის მეორე ტურზე კინგსელებს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა,  გაიუმჯობესონ საკუთარი პოზიცია მოსწავლეთა ყველაზე მასშტაბურ გაერთიანებაში-საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში.  

პროექტიდან-პროექტამდე კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება. რაც ყველაზე მთავარია, ამ სეზონზე საუკეთესო მოსწავლეთა კლუბს ევროპელი კინგსელებიც შემოუერთდნენ_ კლუბში ესტონეთისა (www.kings.ee) და ლიტვის (www.kings.lt)   წარმატებული მოსწავლეები გაწევრიანდენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, როგორც კინგსის ორგანიზაციისთვის, ასევე თითოეული კინგსელისთვის- კლუბში გაწევრიანებულ კინგსელებს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭათ!  

ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი-მოხვდნენ საუკეთესო კინგსელთა შორის, მოიპოვონ საერთაშორისო სტატუსი და ამ სტატუსის დამადასტურებელი განახლებული სერტიფიკატი.

საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის დამადასტურებელ სერტიფიკატს ქართველი და ევროპელი კინგსელები ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე მიიღებენ.