2016-03-22

ქართული ენის ოლიმპიადა განსაკუთრებულ სეზონზე განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა.


პროექტიდან-პროექტამდე იზრდება ოლიმპიადაში ჩართულ მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ ამ სეზონზე დაფიქსირებულმა აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით, ოლიმპიდის შემდეგ ეტაპებზე თითოეულ რეგიონში დამატებით ჩატარების ადგილები დაანონსდება.


2016 წლის გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის I ტური UNESCO-ს მიერ გამოცხადებულ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა. როგორც იცით, 2016 წელი მთელ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა! კინგსმა კი ,ამ ფაქტის აღსანიშნავად , საქართველოს 33 ქალაქში 62 000 კინგსელი ვეფხისტყაოსნის გარშემო გააერთიანა. ქართული ენის ოლიმპიადის დასრულებამდე დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები ,,მ-დიდ-არი ქართული ენის“ პროექტის ფარგლებში, ამ პროექტით კინგსელები საზოგადოებას აჩვენებენ  თუ როგორი მდიდარი და მრვალფეროვანია ქართული ენა!


კინგსი დიდ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს აქტიური ჩართულობისთვის და ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის!


ჩვენ ერთად დავაფასებთ და წარმოავაჩენთ მდიდარ ქართულ ენას!

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსწავლეთა ნამუშევრების ელექტრონულად გასწორება. ინდივიდუალური შედეგები 24 მარტს 14:00 საათზე გამოქვეყნდება.


ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!