2016-03-18

2016 წლის გაზაფხულის განსაკუთრებულ სეზონზე კინგსი ქართული ენის  მონაწილე კინგსელებს სთავაზობს ახალ პროექტს ,,მ-დიდ-არი ქართული ენა“. პროექტის ფარგლებში კინგსელები სხვადასხვა შთამბეჭდავი და საინტერესო ღონისძიების უშუალო მონაწილეები გახდებიან.


ქართული ენის ოლიმპიადის მიმდინარეობის პროცესში (20 მარტიდან 17 აპრილამდე) განხორციელებული თითოეული აქციით კინგსელები საზოგადოებას აჩვენებენ  თუ როგორი მდიდარი და მრვალფეროვანია ქართული ენა!

კინგსი ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურს- 20 მარტს უძღვნის ღირსშესანიშნავ მოვლენას: UNESCO-მ 2016 წელი მთელ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა!

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს 33 ქალაქში ათასობით კინგსელი ,,ვეფხისტყაოსნის“ გარშემო გაერთიანდება!


დააფასე და წარმოაჩინე მდიდარი ქართული ენა!


მიიღე მონაწილეობა ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადაში და შეიტანე საკუთარი წვლილი ქართული ენის პოპულარიზაციაში!