კინგსის გაზაფხულის
განსაკუთრებული სეზონის ყველაზე მასშტაბური ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური
20 მარტს ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის
მოსწავლეებს.
ქართული
ენის
ოლიმპიადა
ტესტური
სახისაა.
თითოეული
კლასის
ტესტი
100 ქულიანია
და
სამი
სავარჯიშოსა
და
ერთი
ბონუს დავალებისაგან შედგება. “ბონუს
სავარჯიშოს”
მეშვეობით
მოსწავლეს
ეძლევა
საშუალება,
დააგროვოს
დამატებითი
ქულები
და
მექანიკური
შეცდომების
კომპენსირება
მოახდინოს.
ბონუს სავარჯიშოში დაგროვებული ქულები მოსწავლეს იმ შემთხვევაში დაემატება
თუ მას ტესტის ძირითად ნაწილში აქვს დაკლებული ქულა. ეს ყველაფერი
კი,
საბოლოოდ,
მონაწილეს
უქმნის
შესაძლებლობას,
მიიღოს
მაღალი
შეფასება.
გთავაზობთ ქართული ენის ოლიმპიადის ტესტების მიმოხილვას კლასების მიხედვით.
II კლასი
მეორე კლასის ტესტის
ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 3 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.
პირველ სავარჯიშოში
მონაწილემ უნდა დათვალოს რამდენი მარცვალია მოცემულ სიტყვაში, ამოიცნოს სულიერი და
უსულო არსებითი სახელები. სავარჯიშოში ასევე მოწმდება მოსწავლის ლოგიკური აზროვნება,
რამდენად ესმის მას პირობაში მოცემული სიტყვის მნიშვნელობა, როგორ შეუძლია ერთმანეთისგან
გაარჩიოს წელიწადის დროები.
დავალებაში 10 საკითხია
და ის 40 ქულიანია.
მეორე სავარჯიშოში
მონაწილემ ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს რომელი სიტყვა შეესაბამება პირობაში მოცემულ
არსებით სახელს, შემოხაზოს სწორად დაწერილი სიტყვა, დაასრულოს ანდაზა. დავალებაში ასევე
მოწმდება როგორ ესმის მოსწავლეს მოცემული გამოთქმის მნიშვნელობა.
ეს სავარჯიშო 5
საკითხს მოიცავს და 20ქულიანია.
მესავე დავალება
მოსწავლის ზოგად ცოდნას და ლოგიკურ აზროვნებას უკავშირდება. კინგსელმა უნდა იცოდეს
რომელი სიტყვები გამოხატავენ მოქმედებას, რომელია ჩამოთვლილთაგან სწორი აზრი, ასევე
საჭიროა სიტყვის გადატანის წესების ცოდნა, და საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვების
ამოცნობა.
ეს დავალება 40
ქილიანია და 10 საკითხისგან შედგება.
ბონუს სავარჯიშოში
მოწმდება მონაწილის ზოგადი ცოდნა. ეს დაალება 15 ქულიანია და მასში 10 საკითხია.
III კლასი
პირველ სავარჯიშოში
კინგსელმა უნდა განსაზღვროს რამდენი მარცვალია მოცემულ სიტყვებში, რომელია სწორად დამარცვლული
სიტყვა, ჩამოთვლილთაგან რომელია არსებითი სახელი, რომელ სიტყვას დაესმის კითხვა „რა?“,
რომელია სწორი განმარტება, სავარჯიშო ასევე შეეხება ანბანის ცოდნას.
ამ სავარჯიშოში
20 საკითხია და ის 40 ქულიანია.
მეორე დავალებაში
მონაწილემ უნდა განსაზღვროს რომელია ხაზგასმული სიტყვის საპირისპირო და მსგავსი მნიშვნელობის
სიტყვა, მომდევნო საკითხში კი დაასრულოს ანდაზა. სავარჯიშო ასევე უკავშირდება მონაწილის
ზოგად ცოდნას.
ეს დავალება 20
ქლიანია და მასში 5 საკითხია.
მესამე სავარჯიშო
ეხება ნაცვალსახელებს, ასევე სულიერ არსებით სახელებს. ამასთანავე მოწმდება კინგსელის
ლოგიკური აზროვნება და ასევე, მონაწილემ უნდა ამოიცნოს არასწორად დაწერილი სიტყვა.
ეს სავარჯიშო
10 საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.
ბონუს სავარჯიშო
მოიცავს გრამატიკული წესებს და ასევე ამოწმებს მონაწილის ზოგად ცოდნას. ბონუს სავარჯიშო
5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია.
IV კლასი
პირველი სავარჯიშო
ეხება პირის ნაცვალსახელებს, სახელის მრავლობით რიცხვს, ზმნის დროს. ასევე მოქმედების
აღმნიშვნელი სიტყვის პირის განსაზღვრას. კინგსელმა ასევე უნდა იცოდეს, რომელ სახელს
დაესმის პირობაში მოცემული კითხვა. ამ დავალებაში მოწმდება პუნქტუაციის ცოდნაც.
სავარჯიშო 40 ქულიანია
და მასში 10 საკითხია.
მეორე დავალებაში
მონაწილემ უნდა განსაზღვროს ჩამოთვლილტაგან რომელ წინადადებაშია გამოხატული პირობაში
დასახელებული გრძნობა, ასევე აირჩიოს სწორი აზრის გამომხატველი წინადადება. საკითხები
ეხება მოცემული გამოთქმის მნიშვნელობის განსაზღვრას, სწორი დებულების შერჩევას და ანდაზის
დასრულებას.
ეს სავარჯიშო 5
საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია.
მესამე დავალება
მოიცავს სახელის ბრუნვის განსაზღვრას, ერთნაირი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების
გარჩევას, ზმნისა და რიცხვითი სახელების მართლწერას. საკითხები ასევე შეეხება ნაცვალსახელის და ზედსართავი სახელის აღმოჩენას
და მოცემული სიტყვისა და გამოთქმის მნიშვნელობის განსაზღვრას.
ეს დავალება 10
საკითხს მოიცავს და 40 ქულიანია.
ბონუს სავარჯიშო
ეხება რიცხვით სახელს, მოქმედების გამომხატველი სიტყვის განსაზღვრას, ანბანის ცოდნას
და მოცემული სიტყვის მნიშვნელობის განსაზღვრას.
ბონუს სავარჯიშო
15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.
V კლასი
პირველი დავალება
ეხება სწორად და არასწორად დაწერილი სიტყვების განსაზღვრას, მსგავსი და საპირისპირო
მნიშვნელობის სიტყვების გარჩევას, მომქდების გამომხატველი სიტყვის აღმოჩენას. საკითხები
ასევე მოიცავს სახელის ბრუნვის განსაზღვრას, სიტყვისთვის სწორად დასმული კითხვის შერჩევას,
წინადადების შევსებას და ზმნიზედების ცოდნას.
ეს სავარჯიშო
10 საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.
მეორე დავალება
მოიცავს კომპოზიტებს, რიცხითი სახელის მართლწერას, ზმნის დროის განსაზღვრას, მსგასი
და საპირისპირო მნიშვნელობის სახელების გარჩევას, მოქმედების გამომხატველი სიტყვის
აღმოჩენას.
ეს დავალება 20
ქულიანია და მასში 5 საკითხია.
მესამე სავარჯიშო
შეეხება ნაცვალსახელებს, სულიერი და უსულო სახელების განსაზღვრას, ანდაზების ცოდნას,
სიტყვებისთვის ანტონიმების შერჩევას,სახელის ბრუნვის განსაზღვრასდა წინადადების შევსებას
შესაფერისი ზმნით. ამასთანავე საკითხები მოიცავს კომპოზიტთა მართლწერას, მოცემული გამოთქმისა
და ფრაზეოლოგიზმის მნიშვნელობის განსაზღვრას.
ეს სავარჯიშო
10 საკითხს მოიცავს და 40 ქულიანია.
ბონუს დავალება
ეხება გრამატიკული წესების ცოდნას, არსებითი და ზედსართავი სახელების განსაზღვრას,
რიცხვითი სახელების მართლწერას. ბონუს დავალება 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.
VI კლასი
პირველ სავარჯიშოში
საკითხები შეეხება არსებით სახელს, ქართული ენის დიალექტების ცოდნას, ფორმაცვალებად
და ფორმაუცვლელ სიტყვებს, სახელის კუმშვას. დავალება ასევე მოიცავს წინადადებაში სახელის
ბრუნვის განსაზღვრას, წინადადებაში კვეცადი სახელისა და მოქმედების სახელის აღმოჩენას.
ეს სავარჯიშო
10 საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.
მეორე დავალებაში
კინგსელმა საკითხებში ხაზგასმული სიტყვები უნდა შეცვალოს ანტონიმით, სინონიმითა და
ფრაზეოლოგიზმით. ამასთანავე, კინგსელმა უნდა დაასრულოს ანდაზა და ჩამოთვლლილთაგან ამოიცნოს
რომელია ბარბარიზმი.
ეს დავალება 5 საკითისგან
შედგება და20 ქულიანია.
მესამე სავარჯიშო
მოიცავს საუთარი სახელისთვის ბრუნვის სწორად შერჩევას, თანდებულიანი სახელის ბრუნვის
განსაზღვრას, სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებას, ზმნიზედის აღმოჩენას. საკითხები
ასევე ეხება კრებით სახელს, მოცემული სიტყვის მნიშვნელობის განსაზღვრას, გვარების კვეცას.
კინგსელმა ასევე უნდა განსაზღვროს რამდენპირიანია ზმნა მოცემულ წინადადებებში.
ეს სავარჯიშო
10 საკითხს მოიცავს და 40 ქულიანია.
ბონუს დავალებაში
მოწმდება გრამატიკული წესების და მონაწილის ზოგადი ცოდნა. საკითხები შეეხება წინადადებას,
არსებით სახელს, სიტყვის ბრუნვის განსაზღვრას, წინადადებაში გამოყენებული მხატვრული
ხერხის განსაზღვრას. ეს დავალება 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.
VII კლასი
პირველი დავალება
შეეხება უღლებად სიტყვებს, ბრუნებად და დამხმარე სიტყვებს. ხმოვანფუძიან და თანხმოვანფუძიან
სახელებს, წინადადებაში სიტყვის ბრუნვის განსაზღვრას, კუმშვად და კვეცად სახელებს.
ეს სავარჯიშო
10 საკითხს მოიცავს და 40 ქულიანია.
მეორე დავალებაში
კინგსელმა ხაზგასმული სიტყვები სწორად და თანმიმდევრულად უნდა შეცვალოს შესავამისი
ანტონიმებით და სინონიმებით, ხაზგასმული ფრაზეოლოგიზმი კი შესაბამისი მნიშვველობის
სიტყვით. გარდა ამისა, კინგსელმა უნდა დაასრულოს მოცემული ანდაზა. ეს დავალება 5 საკითხისგან
შედგება და 20 ქულიანია.
მესამე სავარჯიშო
ეხება არსებითი სახელებისა, რიცხვითი და საკუთარი სახელების მართლწერას, სასვენი ნიშნების სწორად დასმას. ასევე
კინგსელმა უნდა განსაზღვროს, რომელია სტილისტურად სწორად დაწერილი წინადადება და რომელია
სწორი შესიტყვება, რამდენი თანდებულიანი სახელია გამოყენებული წინდადებაში, რომელ წინადადებაშია
სწორად ზმნისა და სახელის შეთანხმება და რომელია უშეცდომო წინადადება.
ეს დავალება 10
საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.
ბონუს სავარჯიშო
ეხება სიტყვის ბრუნვის განსაზღვრას, ნაცვალ სახელს, ზმნიზედას, კომპოზიტებსა და ზმნის
პირის განსაზღვრას. ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია.
VIII კლასი
პირველი სავარჯიშო
ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას.
ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.
მეორე დავალება
ეხება ფრაზეოლოგიზმებს, ასევე მოცემული სიტყვის სინონიმისა და ანტონიმის პოვნას. სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.
მესამე დავალება
მოიცავს ვინ ჯგუფის სულიერ სახელებს, კუმშვად-კვეცად სიტყვებს, სახელის ბრუნვის სწორ
ფორმას, რიგობითი რიცხვითი სახელის მართლწერას. საკითხები ასევე შეეხება მარტივ წინადადებას,
კილოს, წინადადების შევსებას. კინგსელმა უნდა დაადგინოს რამდენპირიანია ზმნა, რომელ
კილოზეა დაწერილი მოცემული ნაწყვეტი. ასევე აუცილებელია კარგად იცოდეს მწკრივები და
სერიები.
ამ სავარჯიშოში
15 საკითხია და 40 ქულიანია.
ბონუს დავალება
ეხება სახელის ფუძეს, სახელის ბრუნვის დადგენას, რიცხვით სახელებს. ეს სავარჯიშო 5
საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია.
IX კლასი
პირველი სავარჯიშო
ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას.
ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.
მეორე დავალება
ეხება ფრაზეოლოგიზმებს, ასევე მოცემული სიტყვის სინონიმისა და ანტონიმის პოვნას. სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.
მესამე დავალება
მოიცავს აბრევიატურებს, მარტივ სიტყვებს, სასვენი ნიშნების მართლწერას, სინტაქსურ წყვილებს,
ნართანიან მრავლობითს, თანდებულებს. ასევე კინსგელმა უნდა დაადგინოს რამდენპირიანია
მოცემული ზმნები, წინადადებაში მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვას მიმღეობის მართებული
ფორმა, განსაზღვროს წინადადების რომელია წევრია ხაზგასმული სიტყვა, როგორია მოცემული
წინადადება აგებულების მიხედვით, განსაზღვროს შემასმენლის ქცევა. დავალება 40 ქულიანია
და მასში 15 საკითხია.
ბონუს სავარჯიშო
ეხება არსებით სახელებს, უკვეცელ სახელებს, სიტყვის ბრუვის განსაზღვრას, კუმშვას. ეს
დავალება 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია.
X კლასი
პირველი სავარჯიშო
ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას.
ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.
მეორე დავალება
ეხება ფრაზეოლოგიზმებს, ასევე მოცემული სიტყვის სინონიმისა და ანტონიმის პოვნას,ანტონიმური
წყვილების განსაზღვრას. სავარჯიშო 20 ქულიანია
და მასში 10 საკითხია.
მესამე დავალება
მოიცავს თანდებულებს, საკუთარი სახელის ბრუნებას, ზედსართავი სახელის აფიქსებს, ზმნიზედას,
ირიბ დამატებას, ნივთიერებათა სახელებს, სტილისტურ ხარვეზებს. ასევე, კინგსელმა უნდა
განსაზღვროს რომელი სხვათა სიტყვის ნაწილაკი შეესაბამება ხაზგასმულ სიტყვას, როგორია
მოცემული წინადადება აგებულების მიხედვით, რომელია სინონიმური კომპოზიტი, რომელ წინადადებაშია
დაშვებული სტილისტური ხარვეზი.
ბონუს დავალება
ეხება ნაცვალსახელს, რიცხვით სახელს, სიტყვის
ბრუნვის განსაზღვრას, კუმშვად-კვეცად სახელებს.
XI კლასი
პირველი სავარჯიშო
ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას.
ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.
მეორე დავალება
ეხება ფრაზეოლოგიზმებს, ასევე მოცემული სიტყვის სინონიმისა და ანტონიმის პოვნას. სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.
მესამე სავარჯიშოში
კინგსელმა უნდა განსაზღვროს რასახისსინტაქსურიურთიერთობაახაზგასმულისინტაქსურიწყვილისწევრებსშორის?რომელიმეტყველებისნაწილითააგადმოცემულიქვემდებარეწინადადებაში, როგორია წინადადება აგებულების მიხედვით.
რამდენპირიანია ჩამოთვლილი ზმნები. საკითხები
ასევე შეეხება გასნაზვრებითი ნაცვალსახელის მართლწერას, ირიბ დამატებას, სტილისტურ
ხარვეზებს, სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენებას, კუთვნილებით ნაცვალსახელს, რიცხვითი
სახელის მართლწერას. წინადადების შევსებას და ზედსართავი სახელის აღმოჩენას. ეს დავალება
15 საკითხისგან შენდგება და 40 ქულიანია.
ბონუს სავარჯიშო მოიცავს სიტყვის ბრუნვის განსაზღვრას,
კრებით სახელებს, ზმნას. დავალება 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.
XII კლასი
პირველი სავარჯიშო
ტექსტის გააზრებას გულისხმობს. მოსწავლემ ტექსტის მიხედვით უნდა უპასუხოს 10 შეკითხვას.
ეს სავარჯიშო 40 ქულიანია.
მეორე დავალება ეხება ფრაზეოლოგიზმებს, ასევე მოცემული სიტყვის სინონიმის პოვნას. ამასთანავე, კინგსელმა უნდა შეარჩიოს ჩამოთვლილთაგანრომელილექსიკურიერთეულიშეესაბამებათანმიმდევრობითწინადადებაშიხაზგასმულისიტყვებს, განსაზღვროს მოცემული სიტყვისა და გამონათქვამის მნიშვნელობა.სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.
მესამე სავარჯიშო
მოიცავს გარდამავალ და გარდაუვალ ზმნებს, სასვენი ნიშნების მართლწერას, სტილისტურ შეცდომებს,
ბარბარიზმებს, ზმნიზედას, ზმნის მრავლობითი რიცხვის ფორმებს. კინგსელმა უნდა განსაზღვროს
რომელიმეტყველებისნაწილითააგადმოცემულიქვემდებარემოცემულწინადადებაში, ასევე, წინადადებაში მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვას ხაზგასმული ზმნის საწყისი, განსაზღვროს, რომელკილოსგანეკუთვნებამოცემულიტექსტი.
ეს სავარჯიშო 15 საკითხისგან შედგება და 40 ქულიანია.
ბონუს დავალება შეეხება თანიან მრავლობითს, საარვისო ქცევას, ზმნის ასპექტის
პორმებს, ფუძეთანხმოვნიან სახელებს. ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.