2016-03-09

საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებების, საერთაშორისო პროექტებში აქტიური ჩართულობის მიუხედავადკინგსისერთ-ერთ მთავარი მიზანი ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება და მოსწავლე-ახალგაზრდებში მშობლიური ენის პოპულარიზაციაა.

სწორედ ამ მიზნით, კინგსი კვლავ გთავაზობთ ქართული ენის ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადას!

ოლიმპიადის წარმდგენი სპონსორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ოლიმპიადის მხარდამჭერია ,,UG Limes”.

ქართული ენის ოლიმპიადა შემდეგი განრიგით ჩატარდება:

                                   

        ქართული ენა                                      

  I ტური- 20 მარტი            

  II ტური- 10 აპრილი

  III ტური- 17 აპრილი                     

 

 

ოლიმპიადის ჩატარების ადგილები:

 

კინგსის ქართული ენის ოლიმპიადა 33 ადგილზე ჩატარდება: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, წალკა, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, მცხეთა, დუშეთი, კასპი, ქარელი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისიჭიათურა, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ხონი, ვანი, სამტრედია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ხობი, სენაკი, აბაშა, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი.

 

პრიზები გამარჯვებული კინგსელებისათვის:

კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას აქტიური სასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ სასტუმრო-კომპლექს ,,ანაკლიაში , სადაც მონაწილეებს დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს.

 

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს გადაეცემა კინგსის პლანშეტი!

 

ოლიმპიადის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის საუკეთესო გამარჯვებულ სამეულს ოლიმპიადის მხარდამჭერი ,,UG Limes”-გან გადაეცემა 1 თვიანი მოსამზადებელი კურსის ვაუჩერი. იუჯი-ლიმესის რობოტიკის და ელექტრონიკის  სასწავლო კურსის სახელწორებაა - „შეიმეცნე ელექტრონიკა. პროგრამის მიზანია საქართველოში დაამკვიდროსშექმენი შენი ხელითკულტურა და მოახდინო ინჟინერიის, რობოტიკის, ელექტრონიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

 

2016 წლის გაზაფხულის სეზონზე Kings Card-ით : Golden Pupil Card, The Best Pupil Card და Successful Pupil Card, დაასაჩუქრდებიან  ქართული  ენის გამარჯვებული მონაწილეები.

ოლიმპიდის ფინალური ტურის მონაწილე კინგსელებს დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გადაეცემათ სერტიფიკატები ან შესაბამისი ხარისხის დიპლომები.

 

ქართული ენის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია  კინგსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE. რეგისტრაცია  20 მარტამდე  გრძელდება!

 

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია და პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!