2016-03-07

2016  წლის გაზაფხულის განსაკუთრებული  სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადით გაიხსნა. პირველი  ტური 6 მარტს ჩატარდა. ოლიმპიადა საქართველოს 33 ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში  ერთდროულად  მიმდინარეობდა.

გაზაფხულის სეზონზე კინგსელებს ეძლევათ  შესაძლებლობა ჩაერთონ ,,მოსწავლეთა სამწლიანი განვითარების“ უნიკალურ პროგრამაში, რომელიც  თითოეულ მოსწავლეს, მის მშობელსა და პედაგოგს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სწორად წარმართოს მოსწავლის განვითარების სტრატეგია.


სწორედ, ამ პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილეებს უშუალოდ ოლიმპიადის ჩატარების დღეს. მოწმობა არის დამადასტურებელი იმისა, რომ კინგსელებმა დაიწყეს თავიანთი წარმატების სამწლიანი ისტორიის შექმნა. მასზე აღნიშნულია გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონის ოლიმპიადების ეტაპები, თითოეულ ტურზე გამოცხადებულ კინგსელს თითოეული ტურის შებამის გრაფაში ბეჭდით დაუდასტურდება განვლილი ,,გზა“. ხოლო კონკრეტული ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ამ მოწმობის საფუძველზე მშობელს მიეცემა შესაძლებლობა გამოითხოვოს და მიიღოს:

  • ტესტის თითოეულ დავალებაში მონაწილის მიერ დაფიქსირებული სწორი და არასწორი პასუხების ანალიზი;
  •  ანალიზის შედეგად მონაწილის ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კონკრეტული უნარ-ჩვევების შეფასება;
  • განათლების ექსპერტების მიერ ინდივიდუალურად შერჩეულ თეორიულ მასალა ტესტში დაშვებული  შეცდომების გასააზრებლად და აღმოსაფხვრელად;
  • იღებული თეორიული მასალის შესაბამისი უფასო ონლაინ ტესტი მოსწავლის თვითგანვითარებისათვის.

 

ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტური 27 მარტს ჩატარდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაწილეთა ნამუშევრების გასწორება. ტესტების სწორი პასუხები ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 8 მარტს, ხოლო მონაწილეთა ინდივიდუალური შედეგები 9 მარტს 16:00 საათზე დაიდება.

ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!