2016-02-29

კინგსი 2016 წლის გაზაფხულის სეზონზე ერთ-ერთ სასიამოვნო სიახლეს ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებითაც გთავაზობთ.

ოლიმპიადებში ჩართულ მოსწავლეთა მასშტაბების მნიშვნელოვნად გაზრდის მიუხედავად კინგსის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა მშობლებისა და პედაგოგების თხოვნა, ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით და გაზაფხულის სეზონზე თითოეული ოლიმპიადის ყოველი ტური მხოლოდ ერთ დღეს-კვირას ჩატარდება.

ოლიმპიადებში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდამ ლოგიკურად გამოიწვია ცალკეულ ოჯახებში კინგსელთა რაოდენობის გაზრდაც. ერთი ოჯახიდან რამდენიმე მონაწილის სხვადასხვა დღეს ტრანსპორტირება და ოლიმპიადაზე გამოცხადება  მეტ ხარჯთან და დისკომფორტთან იყო დაკავშირებული. ამ მიზეზის გათვალისწინებით, მონაწილეთა ძალიან დიდი რაოდენობის მიუხედავად თითოეულ ჩატარების ადგილს (ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრს, სადაც ოლიმპიადა ტარდება) დაემატება ჩატარების რამდენიმე ლოკაცია კონკრეტული უბნების მიხედვით.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეები  ერთ დღეს რამდენიმე ლოკაციაზე ორგანიზებულად გადანაწილდებიან.

ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი უფასო ტური 6 მარტს ჩატარდება. ონლაინ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე გრძელდება 5 მარტის ჩათვლით.

ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგი განრიგით ჩატარდება:

 

                                                     6 მარტი, კვირა

                                                   10:00 საათი- IV, IX, X კლასი

                                                   12:00 საათი- II, VI, XII კლასი

                                                   14:00 საათი- V, VII კლასი

                                                   16:00 საათი- III, VIII, XI კლასი