2016-02-11

10 თებერვლიდან საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე შემდეგ ოლიმპიადებზე:

 

ინგლისური ენა                       ქართული ენა                      მათემატიკა

ტური- 6 მარტი                           ტური20 მარტი                    I ტური- 24 აპრილი

II ტური-27 მარტი                         II ტური- 10 აპრილი                II ტური- 22 მაისი

III ტური  3 აპრილი                       III ტური- 17 აპრილი               III ტური-29 მაისი

 

ოლიმპიადის ჩატარების ადგილები:

 

მოსწავლეთა აქტიურობის გათვალისწინებით ოლიმპიადის ჩატარების მასშტაბები პროექტიდან-პროექტამდე იზრდება. კინგსის ოლიმპიადები ამ სეზონზე 33 ადგილზე ჩატარდება: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, წალკა, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, მცხეთა, დუშეთი, კასპი, ქარელი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ხონი, ვანი, სამტრედია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ხობი, სენაკი, აბაშა, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი.

 

მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ 2016 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილე კინგსელებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ უნიკალურ პროგრამაში. მხოლოდ ამ სეზონის მონაწილე კინგსელების ასპარეზობას 3 წლის განმავლობაში უშუალოდ დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ განათლების ექსპერტები.


პროექტის ფარგლებში გაზაფხულის სეზონის მონაწილე თითოეულ კონკურსანტსა და მის მშობელს გადაეცემა დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იქნება კონკურსანტის მიერ დაფიქსირებული შედეგი და ტესტის თითოეული კომპონენტის დეტალური ანალიზი.


ამავდროულად, კომპანია იღებს ვალდებულებას, მოთხოვნის საფუძველზე, მონაწილის მშობელს მიაწოდოს თეორიული მასალა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება აღმოფხვრას ოლიმპიადაზე მონაწილეობის პროცესში დაფისირებული ხარვეზები.


სეზონის დასრულების შემდეგ, მომდევნო სეზონის დაწყებამდე, კინგსი პროგრამაში ჩართულ კინგსელებს მიაწვდის უფასო ტესტს, რომლის მეშვეობითაც კონკურსანტი შეძლებს გააანალიზოს ის, თუ რამდენად დაეხმარა მას მიწოდებული თეორიული მასალა აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრაში.


ამ პროგრამის მეშვეობით, მშობელს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა 3 წლის განმავლობაში დეტალურად დააკვირდეს თავისი შვილის განვითარების პროცესს და სწორად წარმართოს ის.


კინგსი თითოეული კინგსელის მშობელთან ერთად ზრუნავს მოსწავლეების მომავალზე!


 

2016 წლის გაზაფხულის სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადით იხსნება.

 

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე უფასო რეგისტრაცია 5 მარტამდე გრძელდება!

 

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია და პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!
პროექტები
პარტნიორები
კითხვები
კონტაქტი
Ⓒ კინგსი 2024. ყველა უფლება დაცულია