2016-01-13

2016 წელი კინგსმა ბავშვებისთვის საახალწლო სურვილების ასრულებით დაიწყო. კინგსის სანტასთან მთელი საქართველოდან გამოგზავნილი წერილები მათემატიკის ოლიმპიადაზე საგულდაგულოდ შეგროვდა. სანტა პირადად გაეცნო თითოეულ მათგანს. იგი აღაფრთოვანა ბავშვების სითბომ და ლამაზად გაფორმებულმა ნაწერებმა. სანტა გულგრილი ვერ დარჩა მათ მიმართ და ამიტომაც უმრავლესობას გულთბილი წერილითაც უპასუხა. მაგრამ სანტას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, უამრავი მშვენიერი წერილიდან საუკეთესოები აერჩია და მათი ავტორებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზიც მოეწყო.

 ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ჩვენმა სანტამ კინგსის ლომთან ერთად შეძლო გამოევლინა ყველაზე გულწრფელი, კრეატიული და საინტერესო წერილები და ძალიან მალე დასაჩუქრებასაც შეუდგა. ბავშვებს, რომლებმაც თავიანთი წერილებით კინგსის სანტას გული ყველაზე მეტად მოიგეს, ახალი წლის ღამეს მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ. კინგსის ლომმა და სანტამ მათ ნანატრი საჩუქრები გადასცეს და ამ სიურპრიზებით კიდევ უფრო გააბედნიერეს ჯადოსნური ახალი წელი.

კინგსის სანტა კვლავაც გილოცავთ ახალ 2016 წელს, გისურვებთ იყოთ ბედნიერები, კიდევ უფრო შრომისმოყვარეები და წარმატებულები. სანტა საუკეთესო სურვილებით მომავალ ახალ წლამდე გემშვიდობებათ და შემდეგში უფრო ბევრ საინტერესო სიურპრიზს გპირდებათ.