2015-12-25
ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქართული ენის, ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების რეიტინგული სია. რეიტინგული სიის სათავეში წითლად არიან აღნიშნული ის კონკურსანტები, რომლებსაც უწევთ დამატებითი ტურის გავლა (რადგანაც სამივე ტურში დააფიქსირეს მსგავსი შედეგები). დამატებითი ტური ოლიმპიადის წესდების თანახმად ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ფინალური ტურის შედეგად ვერ გამოვლინდა თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან 7 საუკეთესო შედეგის მქონე, გამარჯვებული მონაწილე.

ქართული ენისა და ინგლისური ენის ოლიმპიადის დამატებითი ტური ჩატარდება ყველა კლასის კონკურსანტისთვის 27 დეკემბერს, კვირას 11:00 საათზე შემდეგ ჩატარების ადგილებზე:

თბილისი- თბილისის #112 საჯარო სკოლა, მის: ცოტნე დადიანის #28
ქუთაისი- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა.     მის: რუსთაველის #127. უნდა გამოცხადდნენ ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის, ხონისა და მარტვილის სკოლის მოსწავლეები.

მათემატიკის ოლიმპიადის დამატებითი ტური ჩატარდება იმავე ჩატარების ადგილებზე შემდეგი განრიგით:

13:00 საათი- 5, 6, 10, 11 და 12 კლასი
15:00 საათი- 2, 3, 4, 7, 8 და 9 კლასი

დამატებით ტურზე უნდა გამოცხადდნენ მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც ქვემოთ მოცემულ სიაში არიან აღნიშნულნი!

ქართული ენის ოლიმპიადის  დამატებითი ტურის მონაწილეები იხილეთ აქ

ინგლისური ენის ოლიმპიადის დამატებითი ტურის მონაწილეები იხილეთ აქ

მათემატიკის ოლიმპიადის დამატებითი ტურის მონაწილეები იხილეთ აქ