2015-12-10

იმისათვის, რომ მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილე კინგსელებმა სანტას გული მოიგონ და საჩუქარი დაიმსახურონ, მათ თოვლის ბაბუას უნდა მისწერონ ორიგინალური წერილი.

წერილი აუცილებლად უნდა იყოს დაწერილი A4 ფორმატის თაბახის ფურცელზე. წერილი უნდა დაიწყოს პირადი მონაცემებით:  კინგსელის სახელი/გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი და სახლის მისამართი.

პირადი მონაცემების შემდეგ, წერილში კრეატიულად უნდა ეწეროს ჩამოთვლილი საჩუქრებიდან რომლის მიღება სურს კინგსელს (მხოლოდ ერთი საჩუქარი) და ასევე ის, თუ რატომ სჭირდება მას ამ პრიზის მიღება. წერილის ეს ნაწილი უნდა დაიწეროს მხოლოდ 6 წინადადებით.

წერილი სანტასთვის კინგსელებმა გამზადებული უნდა მოიტანონ სახლიდან. ოლიმპიადის ჩატარების დღეს, ტესტირების დასრულების შემდეგ, კინგსელს დახვდება გამზადებული საახალწლო ხურჯინი, რომელშიც უნდა ჩააგდოს სახლიდან მოტანილი წერილი.

 

წერილის წერის კრიტერიუმები:

 


1) წერილი უნდა დაიწეროს A4 ფორმატის თაბახის ფურცელზე;

2) წერილში კინგსელმა უნდა მიუთითოს მოსწავლის სახელი/გვარიკლასისკოლა,ტელეფონის ნომერი და სახლის მისამართი.

3) წერილი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 6 წინადადებისგან;

4) კინგსელმა გარკვევით უნდა დაასახელოს მიზეზირატომაც სურს შესაბამისი საჩუქრის მიღება;

5) წერილი უნდა იყოს ორიგინალური და კრეატიულიკინგსელს აქვს სრული თავისუფლება შეთხზას საინტერესო  ამბავი და გახადოს ნაწერი მხატვრული;


 

კინგსი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!