2015-12-04
ინგსის მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური  12 და 13 დეკემბერს ჩატარდება. მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა  სხვადასხვა საშუალებით 12 დეკემბრამდე არის შესაძლებელი.
Pay Box-ის აპარატებით  გადახდის დროს:

 საჭიროა, მთავარ გვერდზე ავირჩიოთ "სხვადასხვა"

შემდეგ გადავიდეთ ბოლო გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE

გადახდის განსახორციელებლად საჭიროა გამოვიყენოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი, რომელიც მოცემულია ტესტის პირველ გვერდზე.

აუცილებლად გადავამოწმოთ მონაწილის მონაცემები და განვახორციელოთ გადახდა.

მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს ოლიმპიადის საფასურის, 15 ლარის,  გადახდა Express Pay - ის აპარატების მეშვეობითაც შეუძლიათ. 
ამისათვის საჭიროა, მთავარ გვერდზე ავირჩიოთ "სხვადასხვა"

შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE  

გადახდის განსახორციელებლად საჭიროა გამოვიყენოთ მონაწილის ექვსნიშნა კოდი.

აუცილებლად გადავამოწმოთ მონაწილის მონაცემები და განვახორციელოთ გადახდა.

საფასურის გადახდა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად  კინგსის საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა შებრძანდეთ ,,გადახდის’’ გვერდზე, სადაც მოცემულია ,,ბარათით გადახდა“ , მოცემულ ნაწილში უნდა შეავსოთ ყველა გამოყოფილი საინფორმაციო ველი. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“. გადახდის დასრულების შემდეგ მონაწილის მონაცემები ავტომატურად აისახება გადამხდელთა ბაზაში.

საიტით გადახდის შემთხვევაში ოლიმპიადაზე ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, კინგსელები  ჩატარების დღეს ადგილზე გადამოწმდებიან ონლაინ გადამხდელთა ბაზაში.


ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!