2015-11-24

28 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით 9 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ქობულეთი, ზუგდიდი, გორი, ზეტსაფონი, თელავი, მათემატიკის ოლიმპიადის პირველი აღდგენითი ტური ჩატარდება. კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და მოსწავლეთა დიდი აქტიურობის გათვალისწინებით, მოსწავლეებს, რომლებიც  21-22 ნოემბერს ვერ გამოცხადდნენ მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურზე, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ  მათემატიკის ოლიმპიადის აღდგენით პირველ ტურზე.

ოლიმპიადაზე უკვე დარეგისტრირებულ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გამოვიდნენ პირველ ტურზე  21-22 ნოემბერს, ხელახალი რეგისტრაციის გავლა არ სჭირდებათ.

ის მოსწავლეები, რომლებმაც მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური 21-22 ნოემბერს წერეს, აღდგენით ტურზე არ უნდა გამოცხადდნენ. მათი შედეგები გამოქვეყნდება 26 ნოემბერს 14:00 საათზე.


მათემატიკის ოლიმპიადის აღდგენითი ტური ჩატარდება 28 ნოემბერს შემდეგი განრიგით:


10:00 საათი - 5; 8 კლასი

12:00 საათი - 6; 7 კლასი

14:00 საათი - 4; 10; 11; 12 კლასი

16:00 საათი - 2, 3, 9 კლასი


დარეგისტრირდით მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურზე 28 ნოემბრამდე და შემოუერდით საქართველოს საუკეთესო მოსწავლეებს!

ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!