28 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით 9 ქალაქში: თბილისი,
ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ქობულეთი, ზუგდიდი, გორი, ზეტსაფონი, თელავი, მათემატიკის
ოლიმპიადის პირველი აღდგენითი ტური ჩატარდება. კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის მიმართ
გამოჩენილი მაღალი ინტერესის , იმ მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თხოვნის
გათვალისწინებით, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო 21-22 ნოემბერს ვერ გამოცხადდნენ
მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურზე, მათ ეძლევათ შესაძლებლობა გამოცხადდნენ მათემატიკის
ოლიმპიადის აღდგენით ტურზე.
ოლიმპიადაზე
უკვე დარეგისტრირებულ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გამოვიდნენ პირველ ტურზე 21-22 ნოემბერს, ხელახალი რეგისტრაციის გავლა არ
სჭირდებათ.
ის მოსწავლეები,
რომლებმაც მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური 21-22 ნოემბერს წერეს, აღდგენით ტურზე
არ უნდა გამოცხადდნენ. მათი შედეგები გამოქვეყნდება 26 ნოემბერს 14:00 საათზე.
მათემატიკის ოლიმპიადის აღდგენითი ტური ჩატარდება
28 ნოემბერს შემდეგი განრიგით:
10:00 საათი - 5; 8 კლასი
12:00 საათი - 6; 7 კლასი
14:00 საათი - 4; 10; 11; 12 კლასი
16:00 საათი - 2, 3, 9 კლასი
დარეგისტრირდით მათემატიკის
ოლიმპიადის პირველ ტურზე 28 ნოემბრამდე და შემოეუერდით საქართველოს საუკეთესო მოსწავლეებს!
ყველა კინგსელს ვუსურვებთ
წარმატებას!