2015-11-23


21-22 ნოემბერს საქართველოს 33 ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ მონაწილეების ნამუშევრების გასწორება, რომლებმაც მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტი 21-22 ნოემბერს წერეს. მათი ინდივიდუალური შედეგები 26 ნოემბერს 14:00 საათზე გახდება ცნობილი.

ამ მოსწავლეებმა აღდგენით ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ!


მონაწილეთა ძალიან დიდი აქტიურობისა და დაურეგისტრირებელი მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო, ოლიმპიადის პირველი ტური გადაიდო სხვადასხვა ქალაქში  შემდეგი კლასებისთვის:


თბილისი: ოლიმმპიადის პირველი ტური გადაიდო მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის;


ქუთაისი: ოლიმპიადის პირველი ტური გადაიდო მხოლოდ მე-6 კლასის მოსწავლეებისთის;


რუსთავი: ოლიმპიადის პირველი ტური გადაიდო მხოლოდ მე-6 კლასის მოსწავლეებისთის;


ბათუმი: ოლიმპიადის პირველი ტური გადაიდო მხოლოდ მე-6 კლასის მოსწავლეებისთის;


ქობულეთი: ოლიმპიადის პირველი ტური გადაიდო მხოლოდ მე-6 კლასის მოსწავლეებისთის;


მათემატიკის ოლიმპიადისადმი გამოჩენილი მაღალი ინტერესის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების თხოვნის გათვალისწინებით, იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს 21-22 ნოემბერს ოლიმპიადაზე გამოცხადება, ეძლევათ შესაძლებლობა, მათემატიკის ოლიმპიადის აღდგენით ტურზე  მიიღონ მონაწილეობა და ამგვარად ჩაერთონ მათემატიკის ოლიმპიადის კონკურსში.


მათემატიკის ოლიმპიადის პირველი აღდგენითი ტური ჩატარდება შემდეგ ქალაქებში:


თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ქობულეთი, ზუგდიდი, გორი, ზეტსაფონი, თელავი.


ოლიმიპადა ჩატარდება შემდეგი განრიგის მიხედვით:


28 ნოემბერი, შაბათი:


10:00 საათი - 5; 8 კლასი

12:00 საათი - 6; 7 კლასი

14:00 საათი - 4; 10; 11; 12 კლასი

16:00 საათი - 2, 3, 9 კლასი


ოლიმპიადის ჩატარების ადგილები გამოქვეყნდება 26 ნოემბერს 14:00 საათზე.


მათემატიკის ოლიმპიადის აღდგენით ტურში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია გრძელდება 28 ნოემბრამდე.


ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!