2015-11-17

2015 წლის შემოდგომის სეზონის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო მოვლენა მოახლოვდა - “კინგსისმათემატიკის ოლიმპიადა იწყება! “კინგსიყველა აქტიურ მოსწავლეს უპრეცენდენტო მასშტაბების მათემატიკის ოლიმპიადაზე ეპატიჟება. ოლიმპიადის პირველი ტური 21-22 ნოემბერს ჩატარდება.

 მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს. პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!

 

პრიზები გამარჯვებული კინგსელებისთვის!

 კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას აქტიური სასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე სასტუმრო-კომპლექს ,,ანაკლიაში”, სადაც მონაწილეებს დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს.


თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს გადაეცემა სპეციალური ელექტრონული წიგნი!

  

ჩატარების ადგილები 

ოლიმპიადა საქართველოს 33 ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში ტარდება: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, წალკა,  ახალციხე, თელავი, გურჯაანი, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური,  ზესტაფონი, ქუთაისი, ჭიათურა, ხონი, ვანი, ხარაგაული, ბაღდათი, წყალტუბო, სამტრედია, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ფოთი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა, ხობი, სენაკი, ოზურგეთი, მცხეთა, დუშეთი.


რეგისტრაცია

 ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაციაკინგსისოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE. რეგისტრაცია  21 ნოემბერამდე მიმდინარეობს!

 

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!