ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს!
კინგსი
აქტიურად აგრძელებს სოციალური პროექტების სერიას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სოციალური
პასუხისმგებლობის გაზრდისათვის. კომპანიის ერთ-ერთი მიზანი, სწავლის სტიმულირებასთან და მოტივაციის
გაზრდასთან ერთად, არის მოსწავლე-ახალგაზრდებში
ღირებულებების ფორმულირება და მათი
საზოგადოებისთვის ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბება.
ამჯერად, კინგსი ახალ, გრანდიოზულ სოციალურ კამპანიას- ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად
იწყებს.
პროექტის სახელწოდებაა "ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს". მისი მიზანია, საზოგადოების ყურადღება, სითბო და მზრუნველობა მივმართოთ დაავადებული ბავშვებისკენ, გავაძლიეროთ ისინი, გავულამაზოთ ჩვეული ყოფა და გავუფერადოთ ერთმანეთს სამყარო.
სოციალური კამპანიის ფარგლებში:
1) კინგსი იაშვილის კლინიკაში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მოაწყობს საგანმანათლებლო კუთხეს, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ მათთვის სასურველ ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება;
2) კინგსი პედაგოგთა საბჭოს დახმარებით უზრუნველყოფს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილების ორგანიზებას;
3) კომპანიის ორგანიზებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მოეწყობა სახალისო ღონისძიებები, გასართობი პროგრამები;
4) კინგსი ყველა კინგსელის სახელით უზრუნველყოფს კლინიკის მომარაგებას ყველა საჭირო ინვენტარით, პროდუქტითა თუ საკანცელარიო ნივთით;
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ
იქნება ერთჯერადი ხასიათის. კინგსი მომავალშიც გაარძელებს ლეიკემიით დაავადებული
კინგსელების გვერდში დგომასა და მათი ყოველდღიურობის გახალისებას.
კინგსის ქართული
ენის ოლიმპიადის მეორე ტურის თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა გახდეს უშუალო თანამონაწილე ამ გრანდიოზული აქციისა, რომლის ფარგლებშიც კინგსელები ამ სენით დაავადებული
თანატოლების მიმართ გამოხატავენ ქმედით თანადგომას, გაულამაზებენ მათ ჩვეულ ყოფასა და გაუფერადებენ სამყაროს.
ამ აქციის სიმბოლო- ნარინჯისფერი ლენტითა და ფერადი ხელებით, 14-15 ნოემბერს
ოლიმპიადის მონაწილე ყველა კინგსელი საქართველოს მასშტაბით 32 ქალაქსა და
მუნიციპალურ ცენტრში გაერთიანდება საერთო მოწოდებით და თანადგომას გამოუცხადებს
ლეიკემიით დაავადებულ თანატოლებს. თითოეული კინგსელის ფოტო ნარინჯისფერი ლენტითა
და ფერადი ხელებით კინგსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება, ნიშნად მათი
ჩართულობისა ამ პროექტში.
სოციალური კამპანიის წამოწყების
მიზეზი არის ის დიდი სიხარული, რომელიც აქტიურმა კინგსელმა, თემო ცერცვაძემ, ლეიკემიის
სენის დამარცხებით მოგვანიჭა.
შემოგვიერთდით თქვენც, დატოვეთ ფერადი ანაბეჭდი სუფთა ფურცელზე იმის ნიშნად, რომ ცხოვრება მშვენიერია და ერთად ყველაფერს დავძლევთ. ჩვენ გვჯერა, რომ მთავარი გამარჯვების რწმენაა, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ერთად ვისწავლოთ მხარში დგომა უკეთესი საქართველოსა და ფერადი მომავლისთვის.