2015-11-05

კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალური ტური 8 ნოემბერს გაიმართება. ფინალურ ტურში მონაწილეობას იღებენ კინგსელები,  რომელთაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვეს 50 ქულა ან მეტი.

მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის ფინალურ ტურზე მოსწავლეებმა უნდა წარადგინოდ შესაბამისი დოკუმენტაცია. მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კინგსის 2014 წლის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადებსა და 2015 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების  ფინალურ ტურში და   წარმოადგინეს  ცნობა სკოლიდან, მათ ხელმეორედ ცნობის აღება და წარდგენა არ სჭირდებათ.

 

სხვა მონაწილეებმა  უნდა წარმოადგინონ ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან მხოლოდ ერთი:

·         პირადობის მოწმობის ასლი;

·         საზღვარგარეთის პასპორტის ასლი;

·         ცნობა სკოლიდან, რომელშიც აღნიშნული იქნება დირექტორის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული ინფორმაცია მონაწილის სკოლისა და კლასის შესახებ. ცნობის ნიმუში იხილეთ აქ.

 

მოსწავლეებს, მე-2 კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით, ფინალურ ტურზე დასასწრებად შეუძლიათ წარადგინონ მხოლოდ დაბადების მოწმობის ასლი. სხვა დოკუმენტაციისა და ფოტოსურათის წარდგენა მათთვის არ არის სავალდებულო. მონაწილეებმა მე-7 კლასიდან მე-12 კლასი ჩათვლით კი ფინალურ ტურზე აუცილებლად უნდა იქონიონ თან ან პირადობის მოწმობის ასლი, ან საზღვარგარეთის პასპორტის ასლი, ან ცნობა სკოლიდან. (ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი).

ფინალურ ტურში გამარჯვებულების გამოსავლენად ბარიერი არ არის დადგენილი. თითოეულ კლასში გამარჯვებულად გამოცხადდება რეიტინგული სიის პირველი 7 მონაწილე. ფინალურ ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სერტიფიკატი (თუ ფინალურ ტურში მონაწილე დაგროვებს 60 ქულას ან ნაკლებსან შესაბამისი ხარისხის დიპლომი:

 

61- 80 ქულა - III ხარისხის დიპლომი;

81- 90 ქულა - II ხარისხის დიპლომი;

91- 100 ქულა - I ხარისხის დიპლომი.

 

ყველა კინგსელს ვუსურვებთ  წარმატებას!