2015-10-28

საქართველოსა და ესტონეთის საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრები 2015 წლის შემოდგომის სეზონიდან იდენტურ ინგლისურენოვან სერტიფიკატს მიიღბენ!

ამ სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობა პირველად ინგლისური ენის ოლიმპიდის მეორე ტურის მონაწილე კინგსელებს ეძლევათ!


  


პროექტიდან-პროექტამდე კლუბში გაწევრიანებულ მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება. რაც ყველაზე მთავარია, ამ სეზონზე საუკეთესო მოსწავლეთა კლუბს ევროპელი კინგსელებიც შემოუერთდნენ_ კლუბში ესტონეთის წარმატებული მოსწავლეები გაწევრიანდენ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, როგორც კინგსის ორგანიზაციისთვის, ასევე თითოეული კინგსელისთვის- კლუბში გაწევრიანებულ კინგსელებს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭათ!


ეს არის პირველი გადადგმული  ნაბიჯი ორი ქვეყნის მოსწავლე- ახალგაზრდებში ურთიერთობის ჩამოყალიბების მხრივ. ეს ნაბიჯი კინგს აახლოებს მნიშვნელოვან მიზანთან_ კინგსელები გახდნენ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური წევრები და მოხდეს მათი ინტეგრაცია ევროპელ წარმატებულ მოსწავლეებთან.

ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი-მოხვდნენ საუკეთესო კინგსელთა შორის, მოიპოვონ საერთაშორისო სტატუსი და ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის დამადასტურებელ სერტიფიკატს ქართველი და ევროპელი კინგსელები ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე მიიღებენ.

შემოუერთდი საუკეთესო მოსწავლეთა კლუბს!

გააგრძელე ბრძოლა საუკეთესოთა შორის და გაუზიარე შენი წარმატება ევროპელ კინგსელებს!