ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტური 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, პირველი ტურის მსგავსად, საქართველოს მასშტაბით 32 ადგილზე ჩატარდება. მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გადაიხადოს მონაწილეობის საფასური_ 15 ლარი. საფასურის გადახდა 31 ოქტომბრამდე სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი.
საფასურის გადახდა შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად,
კინგსის საიტის გამოყენებითაც.
www.kings.ge - ზე უნდა შებრძანდეთ ,,გადახდის’’ გვერდზე, სადაც მოცემულია ,,ბარათით
გადახდა“ , მოცემულ ნაწილში უნდა შეავსოთ ყველა გამოყოფილი საინფორმაციო ველი. თუ
ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა
წარმატებით განხორციელდა“. გადახდის დასრულების შემდეგ მონაწილის მონაცემები ავტომატურად
აისახება გადამხდელთა ბაზაში.
საიტით გადახდის შემთხვევაში ოლიმპიადაზე ქვითრის წარდგენა
არ არის აუცილებელი, კინგსელები ჩატარების
დღეს ადგილზე გადამოწმდებიან ონლაინ გადამხდელთა ბაზაში.
ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!