2015-10-20

კინგსის  ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური  24-25 ოქტომბერ ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს. ქართული ენის ოლიმპიადა ტესტური სახისაა. თითოეული კლასის ტესტი 100 ქულიანია და სამი სავარჯიშოსა და ერთი ბინუს დავალებისაგან შედგება. “ბონუს სავარჯიშოსმეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა.

გთავაზობთ ქართული ენის ოლიმპიადის ტესტების მიმოხილვას კლასების მიხედვით.


III კლასი

მე-3 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოშ მოცემულია  ლექსიკური და გრამატიკული საკითხები: არსებითი სახელები, საკუთარი სახელები, მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვები. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია მარტივი წინადადებები. მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ აზრობრივად და შინაარსობრივად გამართული პასუხები. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან

მესამე სავარჯიშო მოიცავს გრამატიკულ  ნაწილს: წინადადებებში გამოტოვებული სიტყვების ჩასმა, საკუთარი სახელები, მხოლობითი/მრავლობითი რიცხვი. ეს სავარჯიშო შედგება 10 საკითხისგან და არის 40 ქულიანი.

 

IV კლასი

მე-4 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული ნაწილი, დავალებები ეხება: პირის ნაცვალსახელებს, საკუთარ სახელებს, დროებს, მარტივ წინადადებებში მძიმეების სწორად დასმას. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია მარტივი წინადადები. მოსწავლეებმა უნდა შეავსონ გამოტოვებული სიტყვები, უნდა შეარჩიონ შინაარსობრივად სწორი ვარიანტი. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან.

მესამე სავარჯიშო მოიცავს გრამატიკულ და ლექსიკურ ნაწილსდავალებები ეხება  კუთვნილებით ნაცვალსახელებს, მოქმედების აღმნიშვნელ  სიტყვებს, საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს . ეს სავარჯიშო შედგება 10 საკითხისგან და არის 40 ქულიანი.

 

 

V კლასი

მე-5 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული ნაწილი, დავალებები ეხება: მეტყველების ნაწილებს. მხოლობით/მრავლობით რიცხვს, ბრუნვას, ბრუნვის ნიშნებს.  ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია მარტივი წინადადები. მოსწავლეებმა უნდა იპოვონ მარტივ წინადადებებში დაშვებული შეცდომები, უნდა შეარჩიონ შინაარსობრივად სწორი და გამართული წინადადებები.. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან.

მესამე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული და ლექსიკური ნაწილი. დავალებები ეხება სიტყვების მართლწერას,  საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს, ცნობილ ანდაზებს. ეს სავარჯიშო შედგება 10 საკითხისგან და არის 40 ქულიანი

 

VI კლასი 

მე-6 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული ნაწილი, დავალებები ეხება: კრებით სახელებს, ბრუნვას, ბრუნვის ნიშნებს, წინადადებებში დაშვებული შეცდომების აღმოჩენას, აზრის სწორად ჩამოყალიბებას.  ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია  წინადადები. მოსწავლეებმა უნდა სიტყვები და ჩასვან გამოტოვებულ ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან.

მესამე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული და ლექსიკური ნაწილი. მონაწილემ მოცემულ სიტყვებს სწორად უნდა შეურჩიოს კითხვები. მოცემულ სიტყვებს უნდა შეუსაბამოს სათანადო სინონიმები, ანტონიმები; ამოიცნოს წინადადებაში სწორად გამოყენებული მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები.  ეს სავარჯიშო შედგება 10 საკითხისგან და არის 40 ქულიანი.

 

 

VII კლასი

 მე-7 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული ნაწილი. დავალებები ეხება: ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელ სიტყვებს, სინონიმებს, ანტონიმებს, ფრაზეოლოგიზმებს. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია დავალებები, რომლებიც ეხება ხმოვანფუძიან და თანხმოვანფუძიან სიტყვებს, კუმშვას, კვეცას. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან.

მესამე  სავარჯიშოში მოცემულია  ლექსიკური ნაწილი. მონაწილემ უნდა შეარჩიოს სიტყვების სწორი მართლწერა, შეავსოს წინადადებებში გამოტოვებული ადგილები, უნდა შეარჩიოს სწორი შესიტყვებები. მოსწავლემ, ასევე, აუცილებლად უნდა უნდა იცოდეს საკუთარი სახელები და მათი მართლწერა. ეს სავარჯიშო არის 40 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან.  

 

VIII კლასი

მე-8 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშო შედგება გრამატიკული ნაწილისგან. დავალებები ეხება ფრაზეოლოგიზმებს, წინადადებებში შეცდომების აღმოჩენას, სუბიექტური პირის ნიშნებს, ზმნებს. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან.

ტესტის მეორე სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 5 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი.

მესამე სავარჯიშოშ მოცემულია გრამატიკული და ლექსიკური ნაწილი. მონაწილემ უნდა უპასუხოს კითხვებს ზმნისზედებისბრუნვის ნიშნების, სიტყვებისა და წინადადებების მართლწერის შესახებ. ეს სავარჯიშო შედგება 15 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 


IX კლასი

მე-9 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი უნდა გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია მცირე მონაკვეთი, მონაწილემ მოცემულ მონაკვეთის მიხედვით უნდა უპასუხოს გრამატიკულ და ლექსიკურ კითხვებს. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან.

მესამე სავარჯიშოში საკითხები ეხება ფრაზეოლოგიზმებს, სინონიმებს, ანტონიმებს, ზმნებს, კომპოზიტებს. ეს სავარჯიშო შედგება 15 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.


X კლასი

მე-10 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი  გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია დავალებები, რომლებიც ეხება: ზმნებს, წინადადებების გამართვას, დიალექტებს. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან.

მესამე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული დავალებები, რომლებიც ეხება ფრაზეოლოგიზმებს, სინტაქსს, მართლწერის საკითხებს. მოსწავლემ წინადადებებში სტილისტური ხარვეზები უნდა გაასწოროს, უნდა შეარჩიოს სწორი შესიტყვებები.  ეს სავარჯიშო შედგება 15 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

 

XI კლასი            

მე-11 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი  გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვას. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის იგავ-არაკები, მონაწილეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ავტორის მთავარი სათქმელი და უნდა უპასუხონ დასმულ შეკითხვებს. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან.

მესამე სავარჯიშოში მოცემულია გრამატიკული საკითხები. სავარჯიშო შედგება პრაქტიკული დავალებებისგან  და ეხება ზმნას, ზმნისზედებს, სტილისტიკას, მართლწერის საკითხებს, სინტაქსს, მორფოლოგიას, სიტყვების განმარტებას, პუნქტუაქციას. ეს სავარჯიშო შედგება 15 საკითხისგან და არის 60 ქულიანი.

  

XII კლასი

მე-12 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი. მოსწავლემ უნდა გაიაზროს და პასუხი  გასცეს ამ ტექსტიდან დასმულ 10 შეკითხვასეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი.

მეორე სავარჯიშოში მოცემულია მცირე ზომის იგავ-არაკები, მონაწილეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ავტორის მთავარი სათქმელი და უნდა უპასუხონ დასმულ შეკითხვებს. ეს სავარჯიშო არის 20 ქულიანი და შედგება 5 საკითხისგან.

მესამე სავარჯიშო პრაქტიკული დავალებებისგან შედგება. პირველი სავარჯიშო  წინადადებებში დაშვებული სტილისტური, მორფოლოგიურ-

პროექტები
პარტნიორები
კითხვები
კონტაქტი
Ⓒ კინგსი 2024. ყველა უფლება დაცულია