2015-10-15

კინგსის ინგლისური ენის  ოლიმპიადის მეორე ტური 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ჩატარდება.   

ინგლისური ენის ოლიმპიდის  მეორე ტურის მონაწილე კინგსელებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვონ საქართველოში პირველი მოსწავლის საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც იქნება დამადასტურებელი მათი სტატუსისა და წარმატების.  ბარათი არის სამი სახის: SUCCESSFUL PUPIL ID CARD, THE BEST PUPIL ID CARD და GOLDEN PUPIL ID CARD.  ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით კინგსელები  შესაბამის KINGS ID CARD-ს მიიღებენ: ის მოსწავლეები, რომლებიც ოლიმპიადის მეორე ტურში მოიპოვებენ 30 ქულასა და მეტს მიიღებენ  SUCCESSFUL PUPIL ID CARD-ს, მონაწილეები, რომლებიც ფინალურ ტურში მოიპოვებენ მე-3 ან მე-2 ხარისხის დიპლომებს მიიღებენ THE BEST PUPIL ID CARD-ს, ხოლო

კინგსელები, რომლებიც ფინალურ ტურზე პირველი ხარისხის დიპლომს მოიპოვებენ მიიღებენ GOLDEN PUPIL ID CARD-ს.


ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ ჩატარების დღეს უნდა წარადგინოს ოლიმპიადის საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით. ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ  შემდეგი რეკვიზიტები:

 


საქართველოს ბანკი:               GE92BG0000000577364300 

ლიბერთი ბანკი:                      GE63LB0113116066302000

თიბისი ბანკი:                          GE81TB7960136080100004

 

მონაწილეებს თანხის გადახდა შეუძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებითაც. www.kings.ge - ზე უნდა აირჩიოთ “გადახდა“და შეავსოთ გამოყოფილი საინფორმაციო ველები. თუ ყველა ველი სწორად არის შევსებული ოპერაციის დასრულების შემდეგ საიტი დაგიწერთ: “გადახდა წარმატებით განხორციელდა“. საიტით გადახდის შემთხვევაში ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, მონაწილეები ჩატარების დღეს გადამოწმდებიან ონლაინ გადამდხდელთა ბაზაში.

 

გადახდა ასევე შესაძლებელია Pay Box-ისა და  Express Pay-ის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე ავირჩიოთ “სასწავლო დაწესებულება“, შემდეგ გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ავირჩიოთ KINGS.GE.  გადახდის განსახორციელებლად საჭიროა მონაწილის ექვსნიშნა კოდის გამოყენება.

 

მეორე ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია 31 ოქტომბრამდე!

გისურვებთ წარმატებას!