2015-10-12

2015  წლის შემოდგომის  სეზონი “კინგსმა“ ინგლისური ენის ოლიმპიადით გახსნა. პირველი  ტური 10-11 ოქტომბერს ჩატარდა. ოლიმპიადა საქართველოს 32 ქალაქში  ერთდროულად  მიმდინარეობდა. ამ სეზონზე ჩატარების ადგილებს მოსწავლეთა და პედაგოგთა აქტიურობის გათვალისწინებით დაემატა: კასპი, ხონი, ვანი, ხარაგაული, წყალტუბო, ბაღდათი. პირველ ტურზე გამოსულ მონაწილეთა  რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ტესტირების პროცესს მეთვალყურეობას კინგსის გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად უცხოელი დამკვირვებლები უწევდნენ. კვალიფიციური მონიტორების შეფასებით მონაწილეთა მაღალი რაოდენობის მიუხედავად გამოცდა მთელი საქართველოს მასშტაბით ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარდა, დაფიქსირდა მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსწავლეთა ნაშრომების ელექტრონულად გასწორება. ტესტების სწორი პასუხები ჩვენს ვებ-გვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნდება, ხოლო მოსწავლეთა ინდივიდუალური შედეგები 14 ოქტომბერს 18:00 საათზე გამოქვეყნდება. მეორე ტურის ყველა მონაწილეს, რომელიც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის 10 %-იან ზღვარს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს საქართველოში პირველი მოსწავლის საიდენტიფიკაციო ბარათი- KINGS CARD.

ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტური 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ჩატარდება.


ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებებს!