2015-09-30
შ.პ.ს.
„ნუნუ ავაგუმაშვილის“ კერძო საშუალო სკოლის პედაგოგის თეა აბუთიძის ძალიან საინტერესო გზავნილს უცვლელად გთავაზობთ:
,,თავდაპირველად თითოეულ მოსწავლეს,პედაგოგსა და მშობელს, ვულოცავ
ახალი სასწავლო წლის დაწყებას,წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ მათ.
ზოგადად სასიხარულოა ყველა დაწესებულებისა
თუ ორგანიზაციის აქტიური ჩართულობა მომავალი თაობების აღზრდაში,რაც პატარებისთვის სწორი
ფორმით მიწოდებული ხარისხიანი განათლებით განისაზღვრება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გახლავთ
კომპანია „კინგსი“,რომელიც რამოდენიმე წელია უამრავი საინტერესო სიახლითა და შეთავაზებით
ანებივრებს ბავშვებს. კინგსელების დაუღალავი შრომის შედეგია ის,რომ მოსწავლეების ჩართულობა
და აქტივობა ყოველწლიურად მატულობს ოლიმპიადებში (ქართულში, უცხო ენასა და მათემატიკაში)
პირადად ჩემი და „კინგსი“-ს მეგობრობა დაახლოებით
ერთი წლის წინ დაიწყო და მჯერა ასე გაგრძელდება მომავალშიც...
მე ვეცდები გავცე პასუხი კითხვას: რატომ „კინგსი“? - იმიტომ რომ აქ მუდმივად ფიქრობენ
მხოლოდ და მხოლოდ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - რაც შეიძლება მეტი მოსწავლის დაინტერესება
მოხდეს ცოდნის გაღრმავების სურვილით, ახალგაზრდებში
ჩადებული განათლება კი მოგეხსენებათ ყველაზე ფასდაუდებელი ინვესტიციაა, რომელიც
ერთი-ორად სასიკეთოდ უბრუნდება თითოეულ მოსწავლეს,ოჯახს და სამშობლოს...
წარმატებები „კინგსი“-ს ყველა თანამშრომელს და მათ პროექტებს ,რომელიც უკვე უდიდესი
მოწონებით სარგებლობს საგანამნათლებლო წრეებში,გისურვებთ კიდევ უფრო მეტად გაზრდას
და განვითარებას სამომავლოდ,რაც უამრავი საკეთილდღეო ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელებაში
გაგიწევთ დახმარებას."