გთავაზობთ თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგის, ნინო ლომსაძის, ძალიან საინტერესო გზავნილს სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის.
,, რატომ კინგსი? ოლიმპიადებში მონაწილეობით მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარები, რომლებიც ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის ამაღლებას.
რატომ კინგსი? იმიტომ, რომ აქ ფასდება მოსწავლეთა მიერ მიღწეული ყოველი ნაბიჯი სერთიფიკატითა თუ დიპლომით, სასურველი პრიზებითა თუ აქტიური შემეცნებითი-დასასვენებელი ტურებით; გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი დონე და სასწავლო პროგრამები; უსაფრთხო გარემო და მეგობრული ატმოსფერო უვითარებს უცხო გარემოში ადაპტაციის უნარს; ობიექტური შეფასებით განიმტკიცებენ თვითრწმენას; ეს ფაქტორები კი გადამწყვეტ როლს ასრულებენ მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
მივესალმები კინგსის ახალ პროექტს ,,კინგსი პედაგოგის მეგობარი". პედაგოგთა უმრავლესობა ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა შედეგებს იყენებს თვითშეფასების მიზნით, თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც თვლიან, ოლიმპიადებში მონაწილეობა დროის ზედმეტი ხარჯვაა. მინდა მოვუწოდო მათ და ასეთივე აზრის მქონე მშობლებს: მიეცით