,,არასდროს დამავიწყდება მოულოდნელი სიხარულის ის განცდა, რომელიც კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებამ მომიტანა. დიახ, მოულოდნელი, რადგან სხვა კონკურსების უსამართლობით შეშინებული, ვერც წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ასეთი მასშტაბური ოლიპიადის გამარჯვებული გავხდებოდი. სიხარულთან ერთად, კარგად მახსოვს კონკურსისწინა შიშიც, ჩემთვის ისედაც ჩვეული. საშინლად მიკანკალებდა ფინალზე ხელი, ხუთჯერ მაინც გადავამოწმე პასუხების ფურცელზე გადატანილი შედეგები და თვითონ ფურცელი ორჯერ გამოვაცვლევინე. გამარჯვებისა და დაჯილდოების შემდეგ, კინგსთან ურთიერთობის უფრო უშუალო, თბილი და უაღრესად სასიამობნო ეტაპი დაიწყო ანაკლიის შემეცნებით-დასასვენებელი ტურით, სადაც, ჩემდა გასაკვირად, უაზროდ მკაცრი, უხეში და ყოვლისმცოდნე სახის მქონე მეთვალყურეების ნაცვლად, უსაზღვროდ ყურადღებიანი, თბილი, ძალიან, ძალინ საინტერესო და კარგად ორგანიზებული ახალგაზრდების გუნდი დამხვდა.დავინახე მათი პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და მაშინ უკვე დანამდვილებით მივხვდი, რომ კინგსით რაღაც ძალინ მნიშვნელოვანი იწყებოდა ჩემი განათლების გზაზე. რაღაც ისეთი, რაც მომცემდა დიდ სტიმულსა და ცოდნას.
კინგსთან მეგობრობა არც ანაკლიით დამთავრებულა. თითქოს ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი "კლასი" შეიქმნა-- "კინგსელები", რომელიც ათასობით არაჩვეულებრივ ადამიანს აერთიანებს და რომელმაც მომცა საკუთარი თავის რწმენა, მასწავლა ბევრი ახალი... დღითიდღე ვამჩნევ, როგორ ვვითარდები კინგსთაბნ ერთად. მე მინდა, რომ ღირსეულად ვატარო კინგსელის სახელი!"