თორნიკე ჩოგოვაძე სკოლა ,,თამარიონის" მოსწავლე და წარმატებული კინგსელია. თორნიკეს ძალიან საინტერესო გზავნილს უცვლელად გთავაზობთ:
,,როდესაც გვინდა გავცეთ პასუხი კითხვას თუ ,,რატომ კინგსი", თავდაპირველად, უნდა ვისაუბროთ ზოგადად ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღების აუცილებლობაზე. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, უმთავრესი- საკუთარი ცოდნის შეფასებაა, რასაც ავტომატურად მოსდევს საკუთარი სისუსტეების ანალიზი და შემდგომი გამოსწორება, ანუ ეს არის საშუალება განვავითაროთ ჩვენი თავი. ახლა გადავიდეთ უშუალოდ იმაზე, თუ ,,რატომ კინგსი". კინგსი იმიტომ, რომ ეს არის საქართველოში ჩატარებულ სხვა ოლიმპიადებთან შედარებით უფრო მეტად ორგანიზებული, უფრო მეტად ხელმისაწვდომი, რომელიც უკვე 5 წელია დგას ჩვენს სამსახურში. რატომ კინგსი? იმიტომ რო შენ აქ დაგხვდება მეგობრული და თბილი გარემო. რატომ კინგსი? იმიტომ რომ აქ არის უმაგრესი პრიზები, რომელშიც იგულისხმება არა მხოლოდ ყველასთვის სასურველი თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, არამედ შემეცნებით-დასასვენებელი ტურიც, რომელიც ნამდვილად ცალკე საუბრის თემაა. ეს შენთვის იქნება რამდენიმე განსაკუთრებული დღე, რომელიც ცხოვრებას მთლიანად შეგიცვლის და არასოდეს დაგავიწყდება. აქ შეიძენ უამრავ მეგობარს, გაიცნობ თანატოლებს, რომელთაც ექნებათ შენნაირი იდეები და მისწრაფებები. პირველი ცდა ყოველთვის არ არის წარმატების მომტანი, მაგრამ აუცილებლად მიიღებ იმ საჭირო გამოცდილებას, რომელიც მომავალში ძლიერ წაგადგება, ყოველი წარუმატებლობა შენთვის მეტი სტიმულის მომცემი უნდა იყოს, იმისთვის რომ იბრძოლო და გაიმარჯვო. ხოლო რა არის ცხოვრება თუ არა ბრძოლა და გამარჯვება!
მაშ წინ მეგობრებო, ერთად წავიდეთ კინგსზე, გამოავლინე შენი თავი და იბრძოლე იმისთვის რომ გახდე საუკეთესო!"