2015-09-18

 თათია მაისურაძე რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლე და წარმატებული კინგსელია. თათიას ძალიან საინტერესო გზავნილს უცვლელად გთავაზობთ: 

 ,,კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც გავიგე, რომ კინგსი 2014 წლის შემოდგომის სეზონზე ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადას მართავდა ქართულ ენაში, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და კინგსის ურთიერთობა, რომლის მანძილზეც დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. მიმაჩნია, რომ ეს კინგსის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოთავაზება იყო მოსწავლეებისათვის. ვფიქრობ, კინგსთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, რადგან ჩვენ თუ არა ვინ შეისწავლის, ვინ გააცოცხლებს ან ვინ ააჟღერადებს ქართულ ენას?!
  ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი კინგსის შეფასების სისტემის გამჭვირვალობით და იმ სიახლეებით, რომლითაც ყოველ სეზონზე გვაოცებს კინგსის არაჩვეულებრივი გუნდი. ჩემთვის კინგსის ყოველი ტური დიდი სიამოვნებაა, რადგან ყოველი შემდეგი ტურის შემდეგ მე კიდევ უფრო თავდაჯერებული ვხდები.
   კინგსი არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს უამრავ წარმატებულ, ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას. კინგსელობა დიდი პასუხისმგებლობაა,რადგან ეს ნიშნავს იყო წარმატებული,მისაბაძი მოსწავლე. მეამაყება რომ კინგსელი ვარ!
 უდიდეს წარმატებას ვუსურვებ კინგსს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, შემოგვიერთდით!"