2015-09-15

15 სექტემბრიდან  საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ უფასო ონლაინ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე შემდეგ ოლიმპიადებზე:

 

ინგსისური ენა                                   ქართული ენა                                       მათემატიკა

I ტური- 10-11 ოქტომბერი             I ტური- 24-25 ოქტომბერი             I ტური-21-22 ნოემბერი

II ტური-31 ოქტ-1 ნოემბერი          II ტური- 14-15 ნოემბერი               II ტური-12-13 დეკემბერი

III ტური- 8 ნოემბერი                      III ტური- 29 ნოემბერი                   III ტური-20 დეკემბერი


ოლიმპიადის ჩატარების ადგილები:

მოსწავლეთა აქტიურობის გათვალისწინებით ოლიმპიადის ჩატარების მასშტაბები პროექტიდან-პროექტამდე იზრდება. კინგსის ოლიმპიადები ამ სეზონზე 32 ადგილზე ჩატარდება:

თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, ახალციხე, თელავი, გურჯაანი, მცხეთა, დუშეთი, კასპი, ქარელი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი,  ჭიათურა, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ხონი, ვანი, სამტრედია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ხობი, სენაკი, აბაშა, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი.


2015 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადით იხსნება. ოლიმპიადის მონაწილე კინგსელებს ახალი შესაძლებლობები და დამატებითი პრივილეგიები მიენიჭებათ:

კინგსელებს ვებ-გვერდზე www.kings.ge პირადი პროფილების შექმნის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საშუალებას მოგცემთ:

  • მოემზადოთ თითოეული ოლიმპიადისთვის სპეციალურად თქვენთვის შექმნილი სავარჯიშოებით.
  • მიიღოთ ინფორმაცია თითოეულ ოლიმპიადაზე გამოყენებული დავალებებისა და მათი ამოხსნების შესახებ.
  • პირადი გვერდიდან დაუსვათ შეკითხვები და მიიღონ საჭირო პასუხები კინგსის ადმინისტრაციისგან.    
  • მიიღოთ ინდივიდუალური რჩევები პროფესიონალებისგან.
  •  აკონტროლოთ, გაანალიზოთ და გააუმჯობესოთ თქვენი თითოეული მიღწევა.

ინგლისური ენის ოლიმპიადაზე უფასო რეგისტრაცია 15 სექტემბრიდან დაიწყო!


პრიზები გამარჯვებული კინგსელებისათვის:

კომპანია თითოეული კლასის გამარჯვებულ შვიდეულს კვლავაც გაძლევთ შესაძლებლობას აქტიური სასწავლო სემესტრის შემდეგ გაემგზავროთ სასტუმრო-კომპლექს ,,ანაკლიაში" , სადაც მონაწილეებს დასვენებასთან ერთად მრავალი შემეცნებითი ღონისძიება ელოდებათ. ტურზე აქტიურ დასვენებასთან ერთად მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, იმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, იღრმავებენ ცოდნას და, რაც ყველაზე მთავარია, იძენენ ახალ მეგობრებს.

თითოეული კლასის პირველადგილოსან კინგსელს გადაეცემა კინგსის ელექტრონული წიგნი

2015 წლის შემოდგომის სეზონიდან Kings Card-ით : Golden Pupil Card, The Best Pupil Card და Successful Pupil Card, დაასაჩუქრდებიან როგორც მათემატიკის, ასევე ქართული და ინგლისური ენის გამარჯვებული მონაწილეები.

თითოეული ოლიმპიადის ფინალური ტურის მონაწილე კინგსელებს დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გადაეცემათ სერტიფიკატები ან შესაბამისი ხარისხის დიპლომები.

 ინგლისური ენის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია  კინგსის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.KINGS.GE. რეგისტრაცია  15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე მიმდინარეობს!

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია და პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!