2015-09-14

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კინგსი აქტიუარდ ჩაერთვება საგანმანათლებლო პროცესებში და მრავალ საინტერესო პროექტსა და სიახლეს შემოგთავაზებთ.

2015 წლის შემოდგომის სეზონზე კინგსი იწყებს ახალ პროექტს სახელწოდებით: ,,პირდაპირი გზავნილი“. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ეტაპობრივად აიტვირთება ერთწუთიანი ვიდეო-რგოლები, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები ისაუბრებენ განათლების როლზე და მის მნიშვნელობაზე.

პროექტის მიზანია ქართველ ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაცია, სწავლისა და ცოდნის მნიშვნელობის წარმოჩენა და გავრცელება განსხვავებული ფორმით. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გზავნილები მიეწოდება.

საქართველოს ყველა სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და  მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდნენ ამ წამოწყებას, გადაიღონ ვიდეო-რგოლები, გადმოაგზავნონ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია აქტუალურ თემასთან დაკავშირებით და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ მნიშვნელოვანი გზავნილების გავრცელებაში.