2015-09-14

14 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ბავშვების ჟრიამულმა გარემო გამოაცოცხლა.

ყველა მოსწავლეს, მათ მშობელსა და პედაგოგებს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებასა და წინსვლას. განათლება და განათლებული მომავალი თაობა ქვეყნის განვითარების შეუცვლელი წინაპირობაა, სწორედ ამიტომ ეს დღე არის დღესასწაული მთელი ქვეყნისთვის.

მოსწავლეების სიხარულს პირველივე დღიდანვე კინგსი აქტიურად შეურთდება. უკვე 15 სექტემბრიდან კინგსის წარმომადგენლები 2015 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულ კინგსელებს კუთვნილ დიპლომებსა და სერტიფიკატებს გადასცემენ . (ეს პროცესი სექტემბრის თვის ბოლოსთვის დასრულდება).  ვფიქრობთ, სასწავლო წლის დასწყისშივე მოსწავლეების ამგვარი წახალისება ერთგვარი სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი იქნება მათთვის.

კინგსი აქტიუარდ იზრუნებს , რომ ეს განწყობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს წლის ბოლომდე გაჰყვეთ.