2015-09-10

   ონისე ხუციშვილი თბილისის მე-5 სკოლის მოსწავლე და კინგსის გამარჯვებული მონაწილეა. წარმატებული კინგსელის საინტერესო გზავნილს უცვლელად გთავაზობთ.

,,მეგობრული გარემო, პროფესიონალთა გუნდი, ადმინისტრაცია, რომელიც მუდამ ცდილობს ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორებასა და სიახლეების დანერგვას. ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევს ორგანიზაციას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ წარმატებულ მოსწავლეს აერთიანებს.
   
კინგსი გაძლევს გამოცდილებას, გმატებს თავდაჯერებულობას, და გასწავლის უამრავ რამეს, მაგალითად იმას რომ თითოეულ შეცდომას ოქროს ფასი აქვს, ამიტომაც ყველანაირად უნდა ეცადო და ისინი თავიდან აირიდო, ის გასწავლის რომ თუ რაღაცას გულით აკეთებ შედეგიც აუცილებლად მოვა, სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება.
     ამ სასწავლო წელს სკოლას ვამთავრებ და დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ სხვა ბევრ რამესთან ერთად აუცილებლად მომენატრება ის დრო, როცა მოუთმენლად ველოდებოდი კინგსის ოლიმპიადების დაწყებას. აღარაფერს ვამბობ შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე, რომელმაც სულ სხვა კუთხით დამანახა ბევრი რამ და დამარწმუნა რომ არასდროს არ უნდა შეგეშინდეს რამის გაკეთების, თუნდაც ფიქრობდე, რომ არ შეგიძლია რაღაც, მაინც უნდა სცადო, რადგან შეიძლება საკუთარი თავი ახლიდან აღმოაჩინო.
    
 მინდა ყველა მოსწავლეს გითხრათ, რომ გამარჯვება მარტივად არ მოდის და ამისთვის უდიდესი შრომაა საჭირო. თუ პირველივე ჯერზე ვერ მიაღწევთ წარმატებას, აუცილებლად უნდა სცადოთ მეორედ და არ უნდა დანებდეთ, რადგან თუ არ ცდით, ვერც ვერასდროს გაიგებთ შეგეძლოთ თუ არა, მაგრამ ბოლოს აუცილებლად სასიამოვნოდ გაოცდებით, როცა სხვა გამარჯვებულთა შორის საკუთარ სახელსა და გვარს ამოიკითხავთ...          
     
კინგსმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა მოსწავლეებისთვის, მაგრამ ყველაფრის დაწერა ერთ წერილში შეუძლებელია, ასევე წარმოუდგენლად

პროექტები
პარტნიორები
კითხვები
კონტაქტი
Ⓒ კინგსი 2024. ყველა უფლება დაცულია