2015-09-08

ლიზი ცხვედიანი თბილისის 122-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე და კინგსის მრავალგზის გამარჯვებული მონაწილეა. წარმატებული კინგსელის ძალიან საინტერესო გზავნილს უცვლელად გთავაზობთ.

,, მე, ლიზი ცხვედიანი, მე-3 კლასში ვიყავი,  კინგსის ოლიმპიადში პირველად რომ მივიღე მონაწილეობა, თუმცა, ავადმყოფობის გამო, მეორე ტურიდან გამოვეთიშე. გულნატკენმა, მიზნად დავისახე, რომ შემდეგ ოლიმპიადაში აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა კინგსთან და კინგსელებთან: საპრიზო ადგილები, ანაკლია, საირმე... ახალი მეგობრები, დაუვიწყარი დღეები, დაუვიწყარი საღამოები, საინტერესო შეხვედრები, ინტელექტუალური თამაშები, სადაც მაქსიმალურად შეგიძლია გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები.

კინგსში ხომ საოცარი ურთიერთობებია. ეს არის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მოტივირებული ახალგაზრდების ერთობა, სადაც იგრძნობა მეგობრობა, პატივისცემა და სიყვარული ამ დიდი საქმისადმი. 

უსაზღვროდ შემიძლია კინგსზე და კინგსელებზე საუბარი. მე ხომ მათთან ერთად ვიზრდები. ოლიმპიადის ყოველი ტური ჩემთვის ცოდნის დღესასწაულია, ხოლო ყოველი შეცდომა - დიდი გაკვეთილი.

მე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ კინგსელი. კინგსი  ერთგვარი ვალდებულებაა იყო წარმატებული მოსწავლე. სწორედ ამიტომ, მე თქვენ გეუბნებით:

„ მოდი, გახდი კინგსელი! “