2015-09-04

სოფიო სრესელი კინგსის მრავალგზის გამარჯვებული და დღეს უკვე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და წარმატებული სტუდენტია. მას აქვს გზავნილი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,თავდაჯერება, ცოდნა, ყურადღება, ნაკლები შეცდომები. ამ ყველაფერს კინგსის საშუალებით ყველა შეიძენს ან დახვეწს.

პირადად მე კინგსმა მასწავლა რომ შეიძლება არ იყო ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ გამოხატო საკუთარი თავი სხვადასხვაგვარად : ლექსით, სიმღერით, ცეკვით თუ უბრალოდ შენი საყვარელი საქმიანობით. კინგსმა მაჩვენა,რომ არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ (ვგულისხმობ ადმინისტრაციას), ზრუნავენ ბვშვებსა და საზოგადოებაზემსჯელობენ და ყოველთვის აღიარებენ და ცდილობენ ხარვეზებისა თუ მცირედი შეცდომების  გასწორებას. ესაა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ოდესღაც გამაოცეს და მას მერე ყოველთვის იმსახურებენ ჩემს აღფრთოვანებას.

მიხარია,რომ სამ წელზე მეტია კინგსელი ვარ! ვიყავი რამდენიმე დაუვიწყარ შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე და გავხდი ამ საზოგადოების წევრი.

კინგსთან ერთად გავიზარდე, პატარა მშიშარა გოგო, რომელსაც მე-2 ტურში გადასვლაც უხაროდა, ერთ-ერთ წარმატებულ აბიტურიენტად ვიქეცი, რისთივსაც ორგნაიზაციას უდიდეს მადლობას ვუხდი.

ასევე მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ნიჭიერებასთან ერთად აუცილებელია პრაქტიკული ცოდნაც, რაც მე ოლიმპიადების საშუალებით მივიღე.

რა თქმა უნდა, ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები, მაგრამ ხშირად სწორედ ხშირი მცდელობა გაქცევს  ჩემპიონად. ამას მეგობრებსაც შირად ვურჩევ და ამჯერად, მინდა, მთელ საქართველოს მოსწავლეებს გირჩიოთ. როგორც კინგსის ერთ-ერთ დიპლომზე ეწერა : „sometimes you win, sometimes you learn”- ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ სწავლობ. ამიტომ, რაღაც კუთხით ყოველთვის იმარჯვებ. ამ წერილში ვერ დავტევ ყველა იმ დადებით ემოციას, რომელი კინგსთან მაკავშირებს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას და ვუსურვებ უდიდეს წარმატებას სამომავლო საქმიანობაში."