კინგსის დასაქმების პროგრამა განკუთვნილია დამამთავრებელი (მე-11, მე-12) კლასის მომსწავლეებისთვის და სკოლადამთავრებული კინგსელებისთვის. პროგრამაში ჩართვის ძირითადი მოთხოვნაა ,,კინგსელის“ სტატუსი, ანუ დასაქმების მსურველს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული კინგსის ოლიმპიადებში, ამის დამადასტურებლად მას უნდა ჰქონდეს კინგსის დიპლომი ან სერტიფიკატი.
პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებსა თუ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შედეგად სამუშაო გამოცდილების მიღებას.
დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა საწყის ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ CV ელ.ფოსტაზე hr@kings.ge
ვაკანსიის პირველ ეტაპზე განიხილება ყველა შემოსული CV, მოხდება მათი გადარჩევა. შერჩეულ კანდიდატებს კინგსის წარმომადგენელი დაუკავშირდება ინდივიდუალურად. შემდეგ ეტაპზე იქნება ტესტირება და ბოლოს გასაუბრება.
CV არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიროვნების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ. CV-ის მეშვეობით პიროვნებები აცნობენ საკუთარ თავს, უნარებსა და შესაძლებლობებს დამსაქმებლებს, სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, თუ რაოდენ სწორად და გამართულად შევავსებთ მას.
CV-ის ნიმუში, რომელიც კინგსელმა ელ ფოსტაზე hr@kings.ge უნდა გამოაგზავნოს იხილეთ აქ.