სწავლის სტიმულირებისა და ცოდნის შემოწმებასთან ერთად ,,კინგსის“ მთავარი მიზანია კინგსელების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაც. ნიჭიერი სტუდენტების თვითრეალიზებისათვის თეორიულ ცოდნასთან ერთად უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამუშაო გარემოსთან დროული ადაპტაცია.,
სკოლის დამთავრების შემდგომ კინგსი ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე კინგსელს აძლევს საშუალებას სტუდენტობის ადრეულ წლებშივე განავითაროს საკუთარი თავი, გამოიმუშაოს პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღოს სამუშაო გამოცდილება კვალიფიციურ გუნდთან მუშაობის შედეგად.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შესაძლებლობები და უნარები ღირებული იქნება კინგსის გუნდისთვის დღესვე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე hr@kings.ge.
ყველა კინგსელს ვუსურვებთ წარმატებას!